აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ გაყინულ ლიმონს საყვარელ კერძებში ჩაამატებთ

აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ გაყინულ ლიმონს საყვარელ კერძებში ჩაამატებთ
ლიმონისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად საუკეთესო გზა მისი გაყინვაა. თქვენ ყოველთვის შეძლებთ გაყინული ლიმონის გახეხვას და მის კერძებში ჩამატებას. არ დაგავიწყდეთ, რომ ლიმონი C ვიტამინით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია.

საკვები ნივთიერებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ამ ნაყოფის კანშია.

იმისათვის, რომ დატვირთოთ თქვენი ორგანიზმი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ვიტამინებითა და მინერალებით, არასდროს იჩქაროთ ლიმონის ცედრის (კანის) გადაყრა. ის შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით A, B6, C და E ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, სპილენძს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალიუმს, რიბოფლავინს, ნიაცინს, თიამინსა და ფოსფორს.

საკვები ნივთიერებები, რომლებიც მრავლადაა ლიმონში, გვეხმარება ავთვისებიანი წამონაზარდების წინააღმდეგ ბრძოლაში, შაქრიანი დიაბეტის თავიდან არიდებაში, არტერიული წნევის გაკონტროლებაში და წონის დაკლებაში. ლიმონმჟავა ანადგურებს ორგანიზმში ბინადარ მავნე ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს.

მეცნიერების მტკიცებით, 1 ლიმონი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო 22 აგენტს. მათ შორისაა:
  • ლიმონენი;
  • ციტრუსის პექტინი;
  • ფლავანოიდური გლიკოზიდები;
  • C ვიტამინი.

გახეხეთ გაყინული ლიმონი თავის კანთან ერთად და ჩაამატეთ ის თქვენ მიერ მომზადებულ კერძებში, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით.