ოსტეოქონდროზის სამკურნალო მარტივი რეცეპტი, რომლის შედეგიც გაგაოცებთ!

ოსტეოქონდროზის  სამკურნალო მარტივი რეცეპტი, რომლის შედეგიც გაგაოცებთ!
ლიმონი მართლაც უნიკალური ციტრუსია, მას მრავალგვარი სამკურნალო მოქმედება აქვს. მე ხშირად ვიყენებ ლიმონს სხვადასხვა დაავადების დროს. ბებია მასწავლიდა ხოლმე, რომ ლიმონი ანადგურებს ვირუსებს, ხელს უშლის თრომბების გაჩენასო. ლიმონიანი წყალი შლის ორგანიზმში ნარჩენებს, შხამებს, განსაკუთრებით კარგად იწმინდება ღვიძლი.
სამკურნალოდ გამოსადეგია ლიმონის რბილობიც და კანიც. თუ ლიმონს კანიანად მიირთმევთ, იგი ნაწლავებში გაზების წარმოქმნას შეუშლის ხელს. კანი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ იოდს.

ახლა მინდა მოგაწოდოთ ოსტეოქონდროზის სამკურნალო მარტივი რეცეპტი:
ინგრედიენტები:

  • იოდი
  • ლიმონის წვენი

მომზადების და გამოყენების წესი:

თანაბარი რაოდენობით იოდი და ლიმონის წვენი ( ახალგამოწურული ) აურიეთ ერთმანეთში და ვინმეს სთხოვეთ, რომ ეს ნარევი ხერხემლის გასწვრივ წაგისვათ. რამდენიმე საათის შემდეგ კი დაათვალიერებინეთ ზურგი: ის ადგილები, სადაც იოდი გაუფერულდა, პრობლემურია. ამ ადგილებში ყოველ მეორე დღეს უნდა შეიზილოთ იოდისა და ლიმონის წვენის ნარევი. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და თქვენი ზურგის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ექიმის კომენტარი:

იოდი გარეგანი გამოყენებისას ანტიანთებითი ეფექტს ახდენს. იგი აძლიერებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ლოკალურ უბნებში ნივთიერებათა ცვლას. ხოლო ლიმონი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, მაგრამ რამდენად ვლინდება ეს ეფექტი მისი გარეგანი გამოყენებისას ღრმად მდებარე ქსოვილებზე, ჩვენთვის უცნობია.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი