უმარტივესი მცენარეული რეცეპტები, სტომატიტის და ავიტამინოზის სამკურნალოდ!

სტომატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს. სტომატიტი მეტად მტკივნეული და უსიამოვნო პათოლოგიაა, რომლის არსებობაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს.
ხშირად მაქვს სტომატიტი. ძალიან მშველის მუხის ქერქის ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:

1 ჩაის კოვზ მუხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, შეფუთეთ, დატოვეთ 2 საათი, გაფილტრეთ და ივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ.

ასევე მინდა, შემოგთავაზოთ ავიტამინოზის სამკურნალო საშუალება. სხვათა შორის, სტომატიტის გახშირების მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც ყოფილა. თანაც გაზაფხულის პირზე ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს.

ავიტამინოზის რეცეპტის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
  • 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი
  • 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი
  • 3 წილი ასკილის ნაყოფი

მომზადების და გამოყენების წესი:
ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი ( ყველაფერი დააქუცმაცეთ ). 4 ჩ/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3 -4 საათით დადგით, გაფილტრეთ და სვით თითო ჭიქა 3 - 4-ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი:

მუხის ქერქის პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ლორწოვანი გარსის დამცავი და, აგრეთვე, ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება. მუხის ქერქში შემავალი ტანინის ლორწოვანი გარსის ცილებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება დამცავი აპკი, რომელიც იცავს ქსოვილებს გაღიზიანებისგან. შედეგად კი ჩერდება ანთებითი პროცესი და ტკივილი მცირდება. გარდა ამისა, ქერქში შემავალი ნივთიერებები შლის პათოლოგიურ მიკროორგანიზმთა ცილებს, რაც აფერხებს მათ განვითარებას სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
რაც შეეხება მეორე რეცეპტს, რომელიც ავიტამინოზის სამკურნალოდაა მოწოდებული, მასში შემავალი კომპონენტები მართლაც მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებითა და პროვიტამინებით. გარდა ამისა, მასში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელსაც მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტი აქვს და ამიტომ აღნიშნული ნაყენი სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: