მწვანე ლობიო ბროწეულით

მწვანე ლობიო ბროწეულით
fpaparazzi ტრადიციული კერძის - პარკი ლობიოს მომზადების ოდნავ განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ... ბროწეულის მომჟაო მოტკბო არომატი ძალიან უხდება მწვანე ლობიოს. სცადეთ...
საჭირო მასალა:
  • მწვანე ლობიო 1 კგ
  • ხახვი 2
  • ნიორი 7 კბილი
  • რეჰანი 1 კონა
  • ზეთი 4 ს.კ
  • ბროწეული 1 ცალი
  • ქინძი 1 კონა
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი:
1. ლობიო გაარჩიეთ, დაამტვრიეთ, მოხარშეთ და გაწურეთ;
2. დაუმატეთ ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მწვანილი
3. ბოლოს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და შეანელეთ მარილითა და წიწაკით.
გემრიელად მიირთვით!