იდეები სტუდენტის ჩაცმულობისთვის - ბუნებრივი და მოდური სტილი

იდეები სტუდენტის ჩაცმულობისთვის - ბუნებრივი და მოდური სტილი
ზაფხული კარგა ხანია გავიდა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაუბრუნდნენ ჩვეულ რიტმს. დროა, შევინახოთ სიფრიფანა კაბები და მოვემზადოთ შთაბეჭდილების მოსახდენად. ვის არ უნდა, კურსელი ბიჭების ყურადღება მიიქციოს?

გთავაზობთ ჩაცმულობის რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც დაგეხმარებათ, ეფექტურად გამოიყურებოდეთ სასწავლებელში:

  1. დახეული ჯინსი და ნაქსოვი ჟაკეტი/ზედა

    დახეული ჯინსი ისევ ბრუნდება მოდის სამყაროში. ის შეგიძლიათ შეუხამოთ ნებისმიერ თავისუფალ ზედატანს და ნაქსოვ ჟაკეტს, რბილ ყავისფერ თვალის ჩრდილებს და მიიღებთ სექსუალურ კომპლექტს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფეხსაცმელი ემატება, მაგალითად დაბალყელიანი ჩექმა და თქვენ მზად ხართ პირველი სასწავლო დღისთვის!

  2. უხეში ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი და თეთრი კედები

    თუ გინდათ, რომ თქვენს ჩაცმულობას უბრალო, ყოველდღიური და მაინც მოდური ელფერი ჰქონდეს, უხეში ბამბის ქსოვილის ზედატანისა და კედების შეხამება ნამდვილად გამოგადგებათ. ამას დაამატეთ ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი ნაზი მაკიაჟი - ნამდვილად მოახდენთ სასურველ ეფექტს!

  3. ყავისფერი და კრემისფერი

    ფერთა ეს გამა განურჩევლად ყველას უხდება, თანაც თუ მას ბუნებრივ მაკიაჟს დაუმატებთ.

  4. ჭკუისკოლოფის სტილი

    ჭკუისკოლოფობა არასდროს ყოფილა ასეთი სექსუალური. ამ უბრალო ყოველდღიურ სტილს დაუმატეთ სათვალე, კატისებური ხაზები თვალზე და კედები.

  5. მაისური და ჯინსი

    თუ ჯერ კიდევ ვერ გამოხვედით არდადეგების ხიბლიდან, ამგვარი ჩაცმულობა გაგიჩენთ შეგრძნებას, რომ ზაფხული ჯერაც არ გასულა. ზოლიანი მაისურის და ჯინსის ტანდემს ფერადი აქსესუარები დაუმატეთ, მაკიაჟში კი აქცენტი შეფაკლულ ღაწვებზე გააკეთეთ.

  6. ზარმაცი დღის სტილი

    ყველას არ ეხალისება სასწავლებელში სიარული. ამ „ზარმაცული“ სტილის კომპლექტში თავს კომფორტულად იგრძნობთ ნებისმიერ სიტუაციაში. ტუჩზე ღია, ე.წ. nude ფერის ტუჩსაცხის წასმა არ დაგავიწყდეთ.