5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გავივლოთ თმა ძმრით

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გავივლოთ თმა ძმრით
ფიქრობთ, რომ ბებიის რჩევა, გაივლოთ თმა ძმრით, გასულ საუკუნეს ჩაბარდა? ცდებით, და აი, რატომ: ტონი ჩაარი, ტორონტოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ტრიქოლოგი გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ძმრით გავლება გახდის თმას ლამაზსა და ჯანსაღს.

ძმარი თმისთვის: სასარგებლო თვისებები

მოცულობა
”თუ თხელი თმა გაქვთ, ძმარი თქვენთვის მაგიური ელექსირი გახდება, რომელიც ნებისმიერ ძვირად ღირებულ საშუალებებზე ეფექტურად მოქმედებს. უპირველეს ყოვლისა, უარი თქვით კონდიციონერებზე. ნუ გაივლებთ თმას წყლით ძმრით გავლების შემდეგ. როგორც კი თმა გაშრება, ძმრის სუნიც უკვალოდ გაქრება!”.

ფერის დაცვა
”შეღებილი თმა მეტ ხანს შეინარჩუნებს ფერს, თუ კვირაში 2-3-ჯერ გაივლებთ ძმრით. ძმარი აჩერებს დახურულად თმის კუტიკულის ქერცლებს, რაც პიგმენტის გამორეცხვას უშლის ხელს.”

მბზინვარება
”თუ თმამ მბზინვარება დაკარგა, მას ძმარი აღადგენს! თუ თმის დავარცხნის საშუალებებს ხმარობთ, ძმარი მოაცილებს მათ ნარჩენებს, თმის ზედაპირს გააპრიალებს და... ვუალა!”

სისუფთავე
”სტილისტები დროდადრო ღრმად გამწმენდი შამპუნების გამოყენებას გვირჩევენ, და მართლებიც არიან: ყოველდღიური შამპუნები ბოლომდე ვერ ასუფთავებს თმას, განსაკუთრებით, თუ ქალაქში ცხოვრობთ. მაგრამ... ძმარი არანაკლებ ეფექტურად უმკლავდება ამ პრობლემას. გამოიყენეთ ის თავის დაბანის შემდეგ, მაგრამ არა როგორც კონდიციონერი, არამედ, როგორც შამპუნი - აიქაფეთ და კარგად შეიზილეთ”.

იოლი დავარცხნა
”არცერთი ბალზამი და კონდიციონერი არ გახდის თმას ისეთივე რბილს, როგორც ძმარი. მისი გამოყენების შემდეგ თმის დავარცხნა ადვილია. განსაკუთრებით დააფასებენ ამ საშუალებას სქელი, ხუჭუჭა თმის მფლობელები”.