როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან სწორი კვების დახმარებით?!

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან სწორი კვების დახმარებით?!
დიეტა შედგება დაბალკალორიული პროდუქტებისგან. ის შეიცავს ხილს და ბოსტნეულს, მარცვლეულს და ცილებს. ასევე უარი უნდა თქვათ შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებაზე. ყოველდღიური ვარჯიში და ჯანმრთელი დიეტი საგრძნობლად შეამცირებს წონას და მოგაშორებთ ცელულიტს.

ცელულიტის საწინააღმდეგო დიეტა გულისხმობს ცხიმგროების წვას, მაგრამ განსაზღვულ რაოდენობამდე, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმს ცხილების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია - ის საჭიროა სითბოსა და ენერგიის გამოსამუშავებლად.
ყველაზე მომგებიანი და უსაფრთხო მეთოდი ცელულიტის მოსაშორებლად სწორად დაბალანსებული, ანტიოქსიდანტებისგან და A-E ვიტამინებით შემდგარი კვებაა.

ანტიოქსიდანტებს მკვეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული შეიცავს: კენკრა, პომიდორი, ტკბილი წიწაკა და ასევე მუქი-მწვანე ფოთლების მქონე კულტურები. ასევე ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს - ანანასის და პაპაიას ფერმენტი (ბრომელაინი და პაპაინი). ანანასის წვენი დიდი ხანია ცნობილია როგორც ცხიმგროვებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება.

საკვებ დანამატები ცელულიტის მოსაშორებლად.
ჩართეთ თქვენს დიეტაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ისეთები როგორიცაა გლუკოზამინი, C და E ვიტამინი. ისინი წარმატებით მოქმედებენ ცელულიტის მოშორების ან არირების პროცესებზე.
გლუკოზამინი აფორმირებს და იცავს ორგანიზმში შემაერთებელ ქსოვილებს, რომლებიც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ცელულიტის ზემოქმედებისგან. მას იღებენ საკვების დანამატის სახით 1200მლ ოდენობით დღეში.
C და E ვიტამინები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ამაღლებენ კოლაგენის წარმოქმნას შემაერთებელ ქსოვილებში და იცავენ თავისუფალი რადიკალებისგან.

დარიჩი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სუნელს. ის გვეხმარება კანის გასწორებაში გამოკვეთილი "ფორთოხლის კანის" დროსაც კი.ამისათვის კი საკმარისია დღის მანძილზე მიიღოთ 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი.

ცელულიტის საწინააღმდეგო სასმელი
ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიცელულიტურ სასმელს წარმოადგენს მწვანე ცაი. ის არის ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს ქსოვილის დაზიანებას, ცხიმებისა და ტოქსინების დაგროვებას ორგანიზმში.
წყალი წარმოადგენს საბაზისო სასმელს მათვის, ვინც ცელულიტით იტანჯება. მაგრამ მისი დალევა დიდი ოდენობით არის საჭირო. ის ასტიმულირებს ორგანიზმის შლაკებისგან და ტოქსინებისგან გაწმენდის პროცეს.
ზოგიერთი პროდუქტი პირიქით ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რაც იწვევს წონის მატებას და შესაბამისად პრობლემების გაღრმავებას.

გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ცხიმებით გაჯერებული ფასტ-ფუდი, ალკოჰოლი და ნიკოტინი.

ამგვარად, ცელულიტის საწინააღმდეგო დიეტა ბაზირდება ჯანსაღი საკვების მიღებაზე, ვიტამინების დიდ რაოდენობაზე, რაც არა მხოლოდ აუმჯობესებს სხეულის ფორმებს არამედ ამაღლებს იმუნიტეტს და აუმობესებს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას.