მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური საშუალებები თმის ძირების გასამაგრებლად.

მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური საშუალებები თმის ძირების გასამაგრებლად.
ადამიანის თმაზე, როგორც სახეზე, აღიბეჭდება როგორც ხანდაზმულობა, ისე განცდები, ნერვიულობა, ავადმყოფობა, გადაღლა და სხვა. გარდა ამისა, თმაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ყოველგვარი მავნე პროცედურები. თავის ძალიან თბილად შეხვევა მავნებელია როგორც საერთოდ ჯანმრთელობისათვის, ისე თმისთვის; კანის ზედმეტად გახურება იწვევს თმის ძირების კვების დარღვევას და თმის ცვენას; მავნებელია აგრეთვე თმის მჭიდროდ დაწვნა - დაგრეხა. თმის ცხელი მაშებით დახვევა დასაშვებია მხოლოდ იშვიათად და ისიც ძალიან ფრთხილად. ექსთვიანი დახვევაც. მეტად აქვეითებს თმის ხარისხს.
თავი კვირაში ერთხელ უნდა დავიბანოთ. ძალიან კარგია თმის დაბანა თეთრი მიწით ან კვერცხის გულით. კვერცხის გული უნდა წავისვათ მშრალ თმაზე. ასე გავაჩეროთ ნახევარი საათი და შემდეგ დავიბანოთ თბილი წყლით და რბილი შამპუნით. თმის დასაბანად საუკეთესოა წვიმისა და მდინარის წყალი.

თმის ძირების გამაგრება

  1. დაფნის ფოთლის ექსტრაქტი.
    100 გრ დაფნის ფოთოლს დავაქუცმაცებთ, ჩავყრით ბოთლში, დავასხამთ რომელიმე ხილის სპირტს ისე, რომ მთლიანად ფარავდეს დაფნას, დავდგათ 6 დღის განმავლობაში. შემდეგ გავწურავთ და დილა - საღამოს წავისვამთ ბამბის თმის ძირებში.

  2. დაფნის ნახარში.
    300 გრ დაფნის ნედლ ფოთოლს ჩავყრით სუფთა ქვაბში, დავასხამთ იმდენ წყალს, რომ მთლიანად დაიფაროს დაფნის ფოთოლი. შევდგამთ ცეცხლზე და ვხარშავთ 30-40 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავწურავთ და ვიხმართ დაბანილ თმაზე გადასავლებად. დროგამოშვებით ამ სითხეში დავისველებთ თმას და შევიმშრალებთ.

  3. აბუსალათინის ( კასტორის ) ზეთის წასმა თმის ძირებში დღეში ორჯერ ძალიან კარგ შედეგს იძლევა თმის ძირების გასამაგრებლად. ამ ზეთის სამი დღის განმავლობაში ხმარების შემდეგ უნდა დავიბანოთ თავი საპნით და ცხელი წყლით. გადავივლოთ დაფნის წყალი და შევიმშრალოთ.

  4. თავის კანი ყოველდღიურად დავიზილოთ სითხით, რომელიც შედგება 5 წილი ბორაკისა , 10 წილი ოდეკოლონისა და 50 წილი გასტერილებული წყლისგან.

  5. ავიღოთ 1 წილი გლიცერინი , 2 წილი სპირტი და 2 წილი გასტერილებული წყალი. ეს ნარევი ოდნავ გამთბარი წავისვაღ ბამბით თმის ძირებში ძილის წინ.

  6. თმის შესანარჩუნებლად კარგი საშუალებაა აგრეთვე შემდეგი: 3 გრ ირმის რქის ფხვნილს დავასხათ 200 გრ წვიმის წყალი 100 გრ სპირტთან ერთად. ჩავასხათ ბოთლში და გავურიოთ 1 ს/კ ოდეკოლონი. დილა-საღამოს ამ სითხეში დასველებული ბამბით დავიზილოთ თმის ძირები.