მოვიშოროთ ტომარები თვალებიდან სწრაფად, ბუნებრივი გზით! უბრალოდ სცადეთ....

მოვიშოროთ ტომარები თვალებიდან სწრაფად, ბუნებრივი გზით! უბრალოდ სცადეთ....
ნებისმიერი თქვენთაგანი დაგვეთანხმება, რომ ტომარები და მუქი წრეები თვალებთან ნამდვილად ვიზუალური კოშმარია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პრობლემა ადრეულ ასაკშიც კი იჩენს თავს და დროთა განმავლობაში მეტად თვალსაჩინო ხდება. თუკი თქვენ საკრეში ხედავთ "პანდას" საკუთარი ანარეკლის მაგიერ, ნუ ჩავარდებით პანიკაში! ეს თქვენი პიროვნება არ არის, ის უბრალოდ უსიამოვნო მუქი რგოლებია, რომელიც განპირობებულია თქვენი ცხოვრების წესით: გვიანობამდე დატვირთული სამუშაოთი, უამრავი წვეულებებით და ა.შ....იმისათვის, რომ სასიამოვნო, ჯანმრთელი იერი გქნდეთ, გამოიყენეთ FPaparazzi-ს მიერ შემოთავაზებული რჩევები.



რა იწვევს ამ "ტომარებს"?
შავრი წრეები წარმოადგენს იმის ნიშანს, რომ თქვენი სხეული ცდილობს მიგანიშნოთ თქვენი ორგანიზმის გაუმართავი ფუნქციონირების შესახებ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც სათანადოდ ვერ მუშაობს.
ჩამოყალიბებულია შეხედულება, რომ ის დაღლილობის და არასაკმარისი ძილით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა ეს არ აუცილებელი პირობა მუქი წრეების წარმოსაქმნელად, მას შესაძლოა გარკვეული ფაქტორების მთელი რიგიც იწვევდეს.
სამედიცინო თვალსაზრისით, შავი წრეები უვნებელია და ისინი თვალსაჩინოა იმ ადამიანებში, რომელთაც თვალებს ქვემოთ ამაღლებული პიგმენტაცია აქვს. ისინი ასევე შესაძლოა გაჩნდეს მგრძნობიარე თხელი კანის გამო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც თქვენ შესაძლოა კაპილარებს და ვენებსაც კი ამჩნევდეთ.
შავრი წრეები ასევე შესაძლოა გაჩნდეს წყლის შეკავების, თირკმელების პრობლემის, ცუდი ნივთიერებათა ცვლის დროს და ანემიის ზოგიერთ შემთხვევებშიც.
შეგიმჩნევიათ, რომ მუქ წრეები როგორც წესი გაზაფხულზე ჩნდება? თუ ეს სწორედ თქვენი შემთხვევაა, თქვენ შესაძლოა ალერგიისკენ გქონდეთ მიდრეკილება და მცენარეების მტვერი იწვევდეს მუქ წრეებს, ამიტომ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ალერგოლოგთან სრულყოფილი გამოვლევისთვის.
კანი თვალებს გარშემო ოთხჯერ თხელია ვიდრე თქვენი სხეულის სხვა ნებისმიერ არეზე. გარდა ამისა, უფრო მეტად პიგმენტირებულიცაა, განსაკუთრებით შედარებით მუქი კანის მქონე ადამიანებში.
თვალის გარშემო კანი ასევე განიცდის მკვეთრ მოძრაობებს. დღის განმავლობაში ჩვენ თვალებს 15 000 ჯერ ვახამხამებთ.ქარი, მზე, სიცივე და მშრალი ჰაერი ასევე ტოვებს კვალს თქვენი სხეულის ამ კონკრეტულ არეზე.


როგორ მოვიშოროთ ტომარები თვალებიდან!
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ბუნებრივი კრემები, თვალებიდან მუქი რკალებისა და ტომარების მოსაშორებლად. თქვენ შეგიძლიათ ეს სახლის პირობებშიც გააკეთოთ, სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას:

  1. კიტრის ნაჭრები
    ეს ჩვენი ბებიების ერთ-ერთი ყველაზე ძველი საიდუმლოა. კიტრის ცივი ნაჭრები 95 %-ით წყლისგან შედგება, რაც თქვენს სისხძარღვებს აიძულებს შეიკუმშონ და შემცირეონ ტომარები. ეს მეთოდი ითვლება ყველაზე ხელმისაწვდომად თუმცა ეფექტურობით არ ჩამოუვარდება სხვა რეცეპტებს. თქვენ უბრალოდ მაცივრიდან გამოიღეთ კიტრი და დაჭერით. დაილაგეთ ნაჭრები თვალების პრობლემურ არეზე და დარწმუნდით, რომ ისინი ტომარებს სრულად ფარავენ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ტომარები გაქრება.
  2. კარტოფილი
    ოფტიმალური შედეგების მისაღებად, გააჩერეთ კარტოფილი მაცივარში მთელი ღამით. შემდეგ კი გარეცხეთ და დაჭერით ნაჭრებად. დაილაგეთ ნაჭრები თვალებზე და გაიჩერეთ 5-10 წუთი. მოიშორეთ რკალები და ჩამოიბანეთ აკურატულად ნარჩენები. ნედლ კარტოფილს დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში და ასევე გააუფერულებს მუქ ლაქებს, ფერმენტების მაღალი შემცველობის წყალობით.
  3. რძე
    ჩაალბეთ ბამბის ნაჭერი ცივ რძეში. ფრთხილად გამოწურეთ ზედმეტი სითხე და შემდეგ დაიდეთ თვალებზე. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი შესანიშნავად მოქმედებს თვალების ანთებისა და მუქი რკალების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ დარწმუნდით, რომ ამ მეთოდს თქვენ მინიმუმ დღეში ერთხელ იყენებთ.
  4. ჩაის პაკეტები
    ჩაალბეთ ჩაის პაკეტი თბილ წყალში და შემდეგ გააცივეთ ის მაცივარში 5-10 წუთის განმავლობაში. გაცივებული პაკეტები დაიდეთ თვალებზე 20-30 წუთით. ამ დროის ამოწურვის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გვირილის და მწვანე ჩაი ყველაზე კარგად მოქმედებს.
  5. კვერცხის ცილა
    ახალი კვერცხის ცილა გამოიყენეთ თვალების გარშემო, წაისვით ის ფუნჯის გამოყენებით. მისი გაშრობის შემდეგ თქვენ მსუბუქ დაჭიმულობას იგრძნობთ და ეს ძალიანნ კარგია.გაიჩერეთ ცილა 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.


დამატებითი რჩევები.
  • მას შემდეგ რაც ტომარებს მოიშორებთ თვალებიდან, შეეცადეთ მუდმივად გამოიძინოთ და ნუ დახარჯავთ თქვენს თავისუფალ დროს ტელევიზორთან.
  • იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და ეს წრეები აღარასოდეს დაბრუნდება. მუქი წრეები ხშირადაა დაკავშირებული K ვიტამინთან და B12 ვიტამინის ნაკლებობასთან.
    მიირთვით ხილი და ბოსტნეული ჭარბი რაოდენობით, განსაკუთრებით კი ფოთლოვანი მწვანილი, ისეთები როგორიცაა: ისპანახი, კომპბოსტო ან სხვა.... შემაცირეთ მარილის გამოყენება, რადგან მარილი წყალს აკავებს, რაც თავისმხრივ მუქ რკალებს იწვევს.
  • სვით ბევრი წყალი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც მუქი რკალების პრობლემა აქვს. მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ძილის წინ წყალის მიღებისგან, რადგან ამას შეუძლია დღის პირველ ნახევარში გამოიწვიოს მუქი რკალები.
  • მოუკელით ან შეწყვიტეთ თამბაქოს გამოყენება. თამბაქო ასევე იწვევს თვალებს ქვემოთ მუქ რკალებს . კანის სიმშრალე და არასაკმარისი დატენიანება, რომელიც თამბაქოს გამოყენებას უკავშირდება ხშირად ხდება ამ პრობლემის მიზეზი.
  • თუ მუქი რკალები კვლავაც ბრუნდება, დაიმასაჟეთ თვალის არე ნუშის ზეთით ყოველ დილას.