არ გადაყაროთ ფული პედიკურში, რადგან ეს 2 ინგრედიენტი თქვენს სამზარეულოში მოიპოვება

არ გადაყაროთ ფული პედიკურში, რადგან ეს 2 ინგრედიენტი თქვენს სამზარეულოში მოიპოვება
ფეხების მოვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კიდურები ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდ დატვირთვას განიცდის და ისინი საკმაოდ ხშირად ზიანდება, ჩვენ მათ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ.

სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ გადაწყვიტა თქვენთვის ძალზედ ეფექტური, 2 კომპონენტისგან შემდგარი საშუალების გაზიარება, რომლის დახმარებითაც თქვენი ფეხები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება.

ორივე ინგრედიენტი, რომელიც ამ საშუალების დასამზადებლად დაგჭირდებათ, უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 4 ჭიქა რძე
  • 3 სუფრის კოვზი საფუარი

მომზადება:

პირველ რიგში, შეათბეთ რძე და ჩაასხით ის ტაშტში. ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით საუფუარი და კარგად მოურიეთ. დარწმუნდით, რომ რძის ტემპერატურა ზედმეტად მაღალი არ იყოს. მოთავსდით კომფორტულად და მომზადებულ ნარევში ჩაალაგეთ ფეხები 10 წუთით.

ამ დროის გასვლის შემდეგ გადაივლეთ ფეხებზე თბილი წყალი და კარგად გაიმშრალეთ. მიმართეთ ამ პროცედურას ყოველდღიურად და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ფეხების დაღლილობას, დაბზარულ ქუსლებსა და აქერცლილ კანს. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლების ძალიან რბილი, გლუვი და ლამაზი იქნება.