დაიკელით წონა სელის თესლით. მინუს 4 კგ 1 კვირაში დიეტის დაცვის გარეშე

დაიკელით წონა სელის თესლით. მინუს 4 კგ 1 კვირაში დიეტის დაცვის გარეშე
სელის თესლი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს პროდუქტი მდიდარია შემდეგი მიკროელემენტებით: კალიუმი, ბორი, იოდი, ნიკელი, მაგნიუმი და სპილენძი. სელის თესლის სამკურნალო თვისებების შესახებ უხსოვარი დროიდანაა ცნობილი.

როგორ გვეხმარება ეს პროდუქტი გახდომაში?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის წმენდს ჩვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან და გვიძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, სელის თესლი წარმოქმნის ლორწოვან ფენას კუჭში გადამუშავების დროს, რაც გვიცავს ორგანიზმში ცხიმების მოხვედრისგან.

იმისათვის, რომ დაიკლოთ წონა თქვენ დაგჭირდებათ დღეში მხოლოდ 2 სუფრის კოვზი სელის თესლი. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ შეძლებთ 2-3 კილოგრამის დაკლებას ყოველგვარი ვარჯიშებისა და დიეტების დაცვის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ ჩაამატოთ ეს პროდუქტი ფაფებში, სალათებში, ბოსტნეულისა და ხორცის კერძებში.

სელის თესლის ნაყენი

2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 3 ჭიქა წყალი. ადუღეთ ეს ნარევი დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

მიეცით მიღბულ სასმელს გაგრილების საშუალება, გაყავით ის ორ ნაწილად და მიირთვით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. გემოს გაუმჯობესების მიზნით სელის თესლის ნახარშში შეგიძლიათ ჩაამატოთ მცირეოდენი თაფლი და ლიმონის წვენი. ორგანიზმის გასაწმენდად და წონის გასაკონტროლებლად თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ 1 კვირიანი კურსი ყოველთვიურად.



აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევა და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!