შოკოლადის ბლინები

შოკოლადის ბლინები
fpaparazzi-მა უგემრიელესი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ... თამამად დაპატიჟეთ მეგობრები გემრიელ ნუგბარზე.
საჭირო მასალა:
  • კვერცხი 2
  • შაქარი 1 ს.კ
  • რძე 200 მლ
  • ცხელი წყალი 200 მლ
  • მარილი 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი 180-200 გ
  • კაკაო 1.5 ს.კ
  • სოდა დანის წვერით
  • ზეთი 2 ს.კ

მომზადების წესი:
  • ტაფა საშუალო ცეცხლზე დადგით გასაცხელებლად. სანამ საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდება ცომი გაკეთებასაც მოასწრებთ.
  • კვერცხს დაამატეთ შაქარი, რძე, ზომიერად ცხელი წყალი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, ფქვილი, კაკაო და სულ ცოტა სოდა. კარგად ათქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. ბოლოს შეურიეთ ზეთი.
  • დაასხით ტაფაზე საჭირო რაოდენობის ცომი, სწრაფად დაატრიალეთ ტაფა, რომ ცომი კარგად განაწილდეს. გამოაცხეთ ორიევე მხრიდან.
  • თბილ ბლინს ძალიან თხლად გადაუსვით შოკოლადის კრემი (ნუთელა ან ნებისმიერი მსგავსი) ან თუნდაც გამდნარი შოკოლადი წაუსვით.
  • დაალაგეთ თხლად დაჭრილი ბანანი (უხდება მარწყვი, ჟოლო, ალუბალი და ა.შ.). ბლინები გადაკეცეთ ან ერთმანეთზე დაალაგეთ.

გემრიელად მიირთვით!