კოთხუჯი ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ!

კოთხუჯი ბევრ პრობლემას  მოგიგვარებთ!
წლების განმავლობაში მაწუხებდა გასტრიტი, შემდეგ ექიმებმა წყლული დამიდგინეს. გამუდმებით დარღვეული მქონდა საჭმლის მონელება , მიგროვდებოდა გაზები. მეზობელმა მასწავლა რეცეპტი, რომელსაც კოთხუჯისაგან ( ჯარკვატანასაც ეძახიან ) მზადდება:

მომზადების და გამოყენების წესი:

20 გრ დაქუცმაცებული კოთხუჯის ფესვებს დაასხით 100 მლ სპირტი ან მაგარი არაყი. გააჩერეთ 14 დღე. მიიღეთ ნახევარი ჭიქა წყალში გახსნილი 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. საოცარი შედეგი მივიღე. კუჭ-ნაწლავის მოქმედება ხომ მომიწესრიგდა, გამიუმჯობესდა მხედველობა, სმენა, თითქოს გამოვცოცხლდი, აღარც სახსრების ტკივილი მაწუხებს.

ექიმის კომენტარი:

კოთხუჯს ოდითგანვე იყენებდნენ სანელებლად და მეტოქეობასაც კი უწევდა დაფნის ფოთოლს.
კოთხუჯის ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, სახამებელს. მისგან დამხადებული პრეპარატები საუკეთესოა მადის მოსაყვანად, საჭმლის მონელების გასააქტიურებლად , არის ნაღვემდენი, უხვად შეიცავს მთრილავ ნივთიერებას, ანტისეპტიკურია და გამოიყენება ბაქტერიოციდულ საშუალებად. ექიმებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია კოთხუჯის ფესვების ღეჭვა ქოლერის, ტიფის და გრიპის ეპიდემიის დროს. გამხმარ, დაფქულ კოთხუჯის ფესვებს იყრიან ჩირქოვან წყლულებზე.
მკითხველი გვთავაზობს მცენარის სპირტიან ნაყენს. ცნობილია, აგრეთვე, წყლიანი ნაყენი, რომელიც ეფექტიანია საჭმლის არასწორი მონელების , ექსუდაციური დიათეზის, წყლულის, მეტეორიზმისა და არარეგულარული მენსტრუაციის დროს: 1 ს/კ გამხმარი კოთხუჯის ფესვების ფხვნილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 40 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გააგრილეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი