რას ვერ იტანენ რეალურად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი გოგონები

რას ვერ იტანენ რეალურად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი გოგონები
ჩვენ ყველას რაღაც გვაღიზიანებს, ხშირად წვრილმანები. როგორც წესი, თავს ვიკავებთ, მაგრამ ყოველთვის არა. გაიგეთ, თუ რამ შეიძლება წყობილებიდან გამოიყვანოს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი გოგონები..

ვერძი
გოგონა-ვერძები დაუმორჩილებლობას ვერ იტანენ. მიიჩნევენ, რომ ყველა მათ უნდა დაემორჩილოს, და რატომ - გაუგებარია. დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ მათ იციან, რა არის სწორი და რა არა. ამიტომ, ადვილად ცოფდებიან, თუ ვინმე მათ აზრს არ ითვალისწინებს.

კურო

კურო მოულოდნელ ცვლილებებს ვერ იტანს, და არ აქვს ცვლილებების მასშტაბს მნიშვნელობა: შეიძლება გაცოფდეს, თუ ჩვეული 1 კოვზის ნაცვლად, ჩაიში 2 კოვზ შაქარს ჩაუყრით. ამასთან, არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც კუროს არ შეუძლია, ასე რომ, ვერავითარი ცვლილება ვერ გადაახვევინებს მას არჩეული გზიდან.

ტყუპები
გოგონა-ტყუპებს შეუძლიათ, ნებისმიერი რამ ვერ აიტანონ, რადგან მათი მრავალმხრივი ”მე” ერთმანეთისგან სრულიად განსხვავბდება. მაგრამ არის ორი რამ, რასაც ნებისმიერი ტყუპები ვერ იტანენ: ნებისმიერი წესები და ყოფითი პრობლემები. ტყუპები დარწმუნებული არიან, რომ თავად იციან, როგორ იცხოვრონ და რა ჩაიცვან დრეს-კოდის გაუთვალისწინებლად. და კიდევ, ვერავინ აიძულებს მას დროულად გარეცხოს ჭურჭელი, საამისოდ მას არ სცალია.

კირჩხიბი
გოგონა-კირჩხიბები ვერ იტანენ გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღებას და ასეთივე ქმედებას. თუ მას მოსწყვეტ თავის მყუდრო სამფლობელოს და აიძულებ გააკეთებინო რაიმე ახლავე და აქვე, ის უბრალოდ გაშეშდება. მერე რა თქმა უნდა, მოიკრებს ძალებს და ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მომავალში საშინლად გაახსენდება ეს მომენტი.

ლომი

გოგონა-ლომები ძალდატანებას და ძალადობას ვერ იტანენ და დაუნდობლები ხდებიან მათ მიმართ, ვინც სუსტების დაჩაგვრას მოინდომებს. რა თქმა უნდა, იმის გამო კი არ აკეთებენ, რომ ჩაგრულები ეცოდებათ, ეს კიდევ ერთი მიზეზია გაიბრწყინონ. და კიდევ, ლომები ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ძალდატანება, როდესაც ტავადვე მოვლენ და ფეხქვეშ გაგიგებენ ყველაფერს.

ქალწული
ქალწული უწესრიგობას ვერ იტანს. სწორედ ამიტომ ის ხშირად უგუნებოდ არის. გარეგნულად ეს შესამჩნევი არ არის, მაგრამ შინაგანად ბობოქრობენ. ქალწული წვრილმან უწესრიგობასაც ამჩნევს, მაგრამ ყველაზე მეტად სხვების დაულაგებელი გონება აცოფებთ.

სასწორი
გოგონა-სასწორები სკანდალებს ვერ იტანენ, არასოდეს წამოიწყებენ და ყველა გზით თავს არიდებენ ჩხუბსა და უსიამოვნებას. სკანდალისტები ხომ საშინლად ულამაზოდ გამოიყურებიან, ამას კი სასწორი ნამდვილად ვერ აიტანს.

მორიელი
გოგონა-მორიელი ორპირობას ვერ იტანს. განსაკუთრებულ სიძულვილს მათში ვითომ კეთილი და წესიერი ადამიანები იწვევენ. მათ ხომ არაფერი გამოეპარებათ და ხედავენ, თუ რას წარმოადგენენ ასეთი ადამიანები.

მშვილდოსანი
გოგონა-მშვილდოსანი პესიმიზმსა და წუწუნს ვერ იტანს. ამასთან, ყველამ იცის, რომ ის დახმარებაზე უარს არავის ეტყვის და მუდამ დაიცავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმოქმედებენ და არა წუწუნს დაიწყებენ.

თხის რქა
გოგონა-თხის რქები უსაქმურებს ვერ იტანენ. კიდევ კარგი, მუშაობაში იმდენად არიან ჩართულნი, რომ ვერაფერს ამჩნევენ ირგვლივ. პრობლემა იმაშია, თუ ასეთი ადამიანი მათ პირად სფეროში შემოიჭრა, შეიძულებენ სამუდამოდ.

მერწყული
გოგონა-მერწყულები განრიგის მიხედვით ცხოვრებას ვერ იტანენ. თუმას ეტყვი, რომ ხვალ დილის 8 საათზე ადგილზე უნდა იყოს, საწოლიდან 5 წუთი რომ დააკლდება, მაშინ ადგება, კარგად გაიზმორება, შხაპს მიიღებს და ყავასაც მიირთმევს. შეიძლება 10-ს ნახევარზე ფეხსაცმელი ჩაიცვას. და რაც უფრო უბრაზდებიან ამის გამო, მით უფრო სიამოვნებს მერწყულს.

თევზები
გოგონა თევზები რაიმეზე დამოკიდებულებას, უფრო სწორედ, დამოკიდებულებს ვერ იტანენ. განსაკუთრებულ სიძულვილს ალკოჰოლიკები იწვევენ მათში. ამასთან, თავად სმაზე უარს არ ამბობს. საქმე იმაშია, რომ თევზებს ყოველგვარი ნივთიერებების გარეშე შეუძლიათ მოიწყონ განუმეორებელი მოგზაურობა სხვა სამყაროში უშრეტი ფანტაზიის წყალობით და ვერა და ვერ ხვდებიან, რატომ ვერ ახერხებენ ამას სხვა ადამიანები.