უფრთხილდით! პალმის ზეთი საშიშზე საშიშია!

უფრთხილდით!  პალმის ზეთი საშიშზე საშიშია!
ბოლო პერიოდში მომრავლდა ინფორმაციები რძის ნაწარმის წარმოუდგენლად საშიში ფალსიფიკაციის შესახებ, რახ დება პალმის ცხიმის გამოყენებით. საქმე ეხება ისეთ მაშტაბურ ფალსიფიკაციას, როცა რძის პროდუქტებს - ყველს, კარაქს, არაჟანს და ა.შ. ამზადებენ ისე, რომ რძის ნასახიც არ ურევია. თვლიან, რომ რძის პროდუქტების 60 %-ში, რომელიც ბაზარში იყიდება, რძის ნაცვლად გამოყენებულია აღნიშნული ტროპიკული ცხიმი. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ საქართველოში დამზადებული ამ პროდუქციის შეფუთვაზე არ არის აღნიშნული ამ პროდუქციის დასამზადებლად სიცოცხლისთვის მეტად საშიში პალმის ზეთის გამოყენების თაობაზე. მისი გამოყენება შენიღბულია ზოგადი, კონკრეტული, არაფრისმთქმელი სიტყვით - მცენარეული ცხიმი. სწორედ ამ საშიში სინამდვილის შესანიღბავად არქმევენ ამ პროდუქტებს სხვადასხვა სახელებს.

-რძის პროდუქტებზე ასეთ წარწერებში ან თუნდაც აღნიშვნაში , რომ გამოყენებულია " მცენარეული ცხიმი" , სინამდვილეში ნიშნავს იმას , რომ მსგავს შემთხვევებში ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აშკარად საშიში ტროპიკული მცენარის - პალმის ზეთია ნახმარი.

-ყველა სახის არაჟანი დამზადებულია აღნიშნული მეთოდით, მასში რძის ცხიმის შემცველობა თითქმის ნულის ტოლია.

-ისეთ საშიშ პათოლოგიებს, როგორიცაა გულის დაავადებები, ათეროსკლეროზი, ქოლესტერინის დონის აწევა და სხვა. ამასთან ორგანიზმში პალმის ცხიმის დაგროვება პროვოცირებას უკეთებს ავთვისებიან სიმსივნეებს.

-პალმის ცხიმი, რასაც ევროპაში საპნის დამზადების დროსაც კი არ იყენებენ, ჩვენთან შეიძლება იხმარონ ორცხობილას, ნამცხვრის, სხვადასხვა კანფეტების დასამზადებლად. ამაში დარწმუნებისათვის საკმარისია ცეცხლი წაუკიდოთ ამ პროდუქტებს ( მათ ცეცხლი ეკიდება ქაღალდივით ).
რძის პროდუქტებში პალმის ზეთის მგამოყენების ერთ-ერთი მთავარი ნიშნი ისაა, რომ ისინი ნაყინის ჩათვლით არ ფუჭდება დიდი ხნის მანძილზე.

-ყოველივე ამას განაპირობებს შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობაც, რაც უმოკლეს დროში უნდა გასწორდეს - ამას მოითხოვს ქვეყნის და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესები.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია