ყველისა და მწვანილის გემრიელი და ნოყიერი მობრაწულა

ყველისა და მწვანილის გემრიელი და ნოყიერი მობრაწულა
fpaparazzi გემრიელი, ნოყიერი და მარტივი ვახშმის იდეას გთავაზობთ...
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • კეფირი 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი 100 გ
  • საფუარი 1 ჩ.კ
  • არაჟანი 200 გ
  • მწვანილი (ხახვი, კამა, ოხრახუში, ისპანახი..) 300 გ
  • გახეხილი ყველი 150 გ
  • კვერცხი 2

მომზადების წესი:
1. გარეცხეთ და შეაშრეთ მწვანილი. ოდნავ შემთბარ კეფირს დაამატეთ საფუარი. შემდეგ შეურიეთ ფქვილი, დარბილებული კარაქი და მოზილეთ ცომი. დადგით სითბოში გასაფუებლად.
2. წვრილად დაჭერით მწვანილი. შეურიეთ ყველი, ათქვეფილი კვერცხი და არაჟანი.
3. ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ცხიმწასმულ ფორმაში.
4. ჩაუდეთ გულსართი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!