ჯემიანი ორცხობილები ჩაისთვის 15 წუთში

ჯემიანი ორცხობილები ჩაისთვის 15 წუთში
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს გემრიელი, ხრაშუნა ორცოხბილები და გაახაროთ პატარები თუ უფროსები.
საჭირო მასალა:
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 120 გ კარაქი
  • 2 კვერცხი + 1 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • ჯემი

მომზადების წესი:
  1. დარბილებულ კარაქს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ 2 კვერცხი, თანდათანობით კი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  2. გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
  3. აიღეთ ცომის ნაწილი, გააბრტყელეთ თხლად (დაახლოებით 2-3 მმ სისქეზე), ჭიქით ამოჭერით წრე.
  4. ცომი ცენტრში მოათავსეთ ჯემი ის, რომ 1 სმ დატოვოთ ცომის კიდემდე, დაადეთ ცომის მეორე წრე, ოდნავ დააწექით და შეუწებეთ კიდეები, შემდეგ ჩანგლით დააწექით კიდეებზე.
  5. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
  6. მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 12-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!