ალუბლის სოუსით და ნაღების კრემით გაჯერებული ბლინის უნაზესი ტორტი

ალუბლის სოუსით და ნაღების კრემით გაჯერებული ბლინის უნაზესი ტორტი
fpaparazzi გთავაზობთ დესერტის რეცეპტს, რომელიც ღირს მოამზადოთ და დაპატიჟოთ ახლობლები.
საჭირო მასალა:
  • ბლინი 20 ცალი ფირფიტა
  • ნაღები 35-40 %-იანი 300 გ
  • შაქარი 300 გ
  • ალუბალი გაყინული ან ცოცხალი

მომზადების წესი:
  1. ათქვიფეთ ნაღები 200 გ შაქართან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე.
  2. დაალაგეთ ლანგარზე ბლინის ფირფიტები სათითაოდ და წაუსვით ნაღების კრემი.
  3. წაუსვით კრემი ყველა ფენას, ზემოდანაც და გვერდებზეც და შედგით მაცივარში 1 საათით.
  4. სანამ ტორტი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ სოუსი.
  5. უკურკო ალუბალს დააყარეთ 100 გ შაქარი და დააბლენდერეთ.
  6. გადაიტანეთ მასა ქვაბში და ხარშეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  7. მოხადეთ ქაფი, როგორც მურაბას. გააცივეთ, შემდეგ კი მოასხით გაცივებულ ბლინის ტორტს.