რა აუცილებელი ზომები უნდა მივიღოთ ინსულტის დროს ექიმის მოსვლამდე.

რა აუცილებელი ზომები უნდა მივიღოთ ინსულტის დროს  ექიმის მოსვლამდე.
ინსულტი- ( აპოპლექსური შეტევა ) - ტვინში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა, ტვინის ქსოვილების დაზიანება და მისი ფუნქციის მოშლაა. დაავდება სწრაფად ვითარდება, რასაც თან სდევს ტვინში სისხლის ჩაქცევა ან ტვინის სისხლძარღვის ტრომბით დახშობა, გულწასვლა და დამბლა.
ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერტონიული დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი , ტვინის ძარღვების გაგანიერება.
ინსულტი ადამიანს შეიძლება დაემართოს უეცრად და გამოიწვიოს ავადმყოფის სიკვდილი პირველსავე საათებში. ზოგჯერ ინსულტის წინ აღენიშნება თავბრუსხვევა, თავში სისხლის მოწოლა, თავის ტკივილი , კიდურების დაუბუჟება; ხდება მეტყველების დარღვევა, რასაც შემდეგ მოსდევს გულწასვლა.
ზოგჯერ ინსულტი შესაძლოა არ გამოიხატოს ასე მძაფრად, მაგრამ ყოველთვის ვლინდება კიდურების დამბლა, მეტყველების დარღვევის ესა თუ ის ხარისხი.

ინსულტის პირველსავე ნიშნებისთანავე აუცილებელია ავადმყოფისათვის ექიმის სასწრაფოდ გამოძახება!

ზომები, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ ექიმის მოსვლამდე

  1. მოხერხებულად დავაწვინოთ ავადმყოფი საწოლზე და შევიხსნათ სუნთქვის გამაძნელებელი ტანსაცმელი. თავი უნდა ჰქონდეს აწეული.

  2. გავანიავოთ ოთახი, ფანჯრისა და ასევე კარების გაღებით.

  3. თავზე შემოვუწყოთ ყინულიანი ბუშტები ან შემოვუფინოთ ქსოვილი, დასველებული ცივი წყლით; თუ დადამბლავებული მხარე უკვე გამოვლინდა, ბუშტი უნდა დაუდოთ თავის საპირისპირო მხარეს.

  4. ფეხებთან - სათბურები. სათბურების მაგივრად კოჭებზე შეიძლება დავადოთ მდოგვის საფენები, ფეხისგულებზე მივუფინოთ გაცხელებული მაუდის ნაჭერი.

  5. ავადმყოფს ესაჭიროება აბსოლიტურად მშვიდი გარემოს შექმნა.

  6. თუკი მას შეუძლია გადაყლაპვა, მივცეთ დამამშვიდებელი და წნევის დამწევი საშუალება.

  7. აუცილებად მივადევნოთ თვალყური სუნთქვას, გავატაროთ ზომები, რომლებიც აგავცილებს ენის ჩავარდნას; გავასუფთავოთ პირის ღრუ ლორწოსა და გულის ასარევი მასისაგან.

  8. თუ ავადმყოფი იმყოფება უგრძნობ მდგომარეობაში , მაშინ მივუტანოთ ცხვირთან და პირთან ღვინის ძმარი; დავუზილოთ ფანელით, ჯაგრისით ტანი, ფეხები, ზურგი, და განსაკუთრებით ადგილი გულის კოვზთან.

  9. დავუნამოთ დროდადრო სახე და მკერდის ზედა ნაწილი ცივი წყლით.

  10. ავადმყოფის გადაადგილება, მისი ტრანსპორტირება საავადმყოფოში შეიძლება მხოლოდ ექიმის დასკვნის საფუძველზე.

ზომები, რომელთა გატარება აუცილებელია, როცა სისხლჩაქცევა შეწყდება

  • სხეულის დადამბლებული ნაწილები დაუზილეთ ავადმყოფს მქროლავი მალამოთი ( 1 წილი სპირტი 2 წილ რომელიმე მცენარეულ ზეთზე ).

  • სასარგებლოა ავადმყოფს ასვათ 5-ჯერ დღეში თითო ჭიქა მაგარი ჩაი, მომზადებული სალბის ბალახისგან ან ნარინჯის ახალი ფოთლებისგან, ან კიდევ მათი ნარევისგან - თანაბარი შეფარდებით.

  • დამბლის დროს რეკომენდებულია ყავისფერი ასკილის ფესვების ნახარშის აბაზანები.

  • აპოპლექსური შეტევის გადატანის შემდეგ ავადმყოფმა შემდგომში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. განსაკუთრებით არ უნდა დაუშვას გონებრივი საქმიანობით გადაღლა. მისთვის აკრძალულია სპირტიანი სასმელების, ცხიმიანი საჭმელების მიღება; შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს კვების რაციონში ხორცისა და შაქრის გამოყენებას.

გთავაზობთ რეცეპტს - ინსულტის, ჰიპერტონიული კრიზისებისა და სტენოკარდიის პროფილაქტიკისათვის.

აიღეთ ნაკრები: ნეგო, სამკურნალო გვირილა, არყის ხის კვირტები, კრაზანა; თითოეული მცენარეული 100-100 გრ. ყველაფერი ეს დაჭერით, დააქუცმაცეთ და გაატარეთ ყავის საფქვავში. საღამოს ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ 1 ს/კ ნარევი და დაასხით მდუღარე წყალი. შემდეგ შეფუთნეთ 30 წთ. გაწურეთ, ჩაასხით ჭიქაში და დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. საღამოს 19 სთ-ზე დალიეთ და არაფერი ჭამოთ. დარჩენილი სითხე დილით გააცხელეთ წყლის აბაზანაში 30 წთ, დალიეთ ნახევარი სთ-ით ადრე ჭამამდე - ასევე 1 ჩ/კ თაფლით. მიიღეთ დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში. მკურნალობის კურსი გაიმეორეთ 5 წელიწადში ერთხელ.

სწრაფად როგორ გამოვკეთდეთ ინსულტის შემდეგ

სამკურნალო მცენარეთა შორის ორი მათგანის ერთდროულად მიღებისას ადამიანები ფეხზე წამოუყენებიათ უმძიმესი ინსულტების შემდეგ. ესენია: იაპონური სოფორა და თეთრი ფითრი, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში.

მომზადების რეცეპტი: თეთრი ფითრი - 50 გრ, იაპონური სოფორა - 50 გრ, შეურიეთ ერთმანეთში და დაასხით 0,5 ლ არაყი. გააჩერეთ 1 თვე ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ ინსულტის დროს ორ-ორი ჩ/კ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 20 დღეა. 15 დღის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური