უმკურნალეთ დიათეზს ამ სასარგებლო რჩევებით

უმკურნალეთ დიათეზს ამ სასარგებლო რჩევებით
დიათეზი ექსუდაციური - თავისთავად წარმოადგენს კანისა და ლორწოვანი გარსის მოჭარბებულ მგრძნობელობას გარეგანი გამაღიზიანებლებისადმი. ექსუდაციური დიათეზის ნიშნები ვლინდება ჩვეუებრივ ბავშვის სიცოცხლის პირველსავე თვეებში, ხოლო მაქსიმუმს აღწევს - ექვსი თვიდან წლამდე ასაკში.
დიათეზის ყველაზე ადრეულ გამოვლენას რძის ფუფხი მიეკუთვნება, რომელიც წარმოიქმნება ბავშვის სიცოცხლის პირველ 2-3 თვეში. შედეგად მოჭარბებულად გამოიყოფა თავზე ქონის ჯირკვლების სეკრეტი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - ყიფლიბანდის არეში და წარბებს ზემოთ. წარმოიქმნება ყვითელი ქერქები , რომლებიც მოშორების შემდეგ კვლავ ჩნდებიან. თავდაპირველად ლოყების კანი წითლდება, ხოლო შემდეგ ხორკლიანი ხდება და იქერცლება. შემდეგში ამ ადგილზე შეიძლება წარმოიქმნას მშრალი ან სველი ეგზემა, გამოიწვიოს მძაფრი ქავილი.
ექსუდაციური დიათეზით დაავადებული ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ . ახალდაბადებულებს ხშირად უნდა სახვევების გამოცვლა. ქვეშაგებზე ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუფინოთ პოლიეთილენის მუშამბა; არ უნდა ატარონ სინთეტური მასალის ტანსაცმელი, არ უნდა ჩააცვათ შიშველ ტანზე შალის ქსოვილი - ეს გაუძლიერებს ქავილს. ჩასაცმელი უნდა იყოს რბილი და კარგად ატარებდეს ჰაერს. მუშამბა არ უნდა გაირეცხოს სინთეტური ფხვნილებით, იხმარეთ საპონი და სოდა. ბავშვმა კანი რომ არ მოიფხანოს ძლიერი ქავილისას, უშესაკრაო სახელოები უნდა ჩაუკეროთ.
რძის ფუფხისას კანზე წაუსვით ბავშვის მალამო ან მცენარეული ზეთი.

ხალხური საშუალებები გამოყენებული დიათეზის სამკურნალოდ

ოროვანდი. აიღეთ 1 ს/კ დაქუცმაცებული ფესვი 500 მლ ადუღებულ წყალზე. დააყენეთ შეფუთნილი 1-2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში თბილი.

ჭანგა მცოცავი. აიღეთ 1 ს/კ გამხმარი დაქუცმაცებული ფესურა 500 მლ ანადუღარ წყალზე. ადუღეთ 15 წთ, დააყენეთ შეფუთნილი 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.

კვრინჩხი. ავიღოთ 2 ჩ/კ 1 ჭიქა ცივ ანადუღარ წყალზე. დავაყენოთ 8 სთ. გავწუროთ. მივიღოთ ჭიქის მეოთხედი 4-ჯერ დღეში; ბავშვებმა - თითო ს/კ 4-ჯერ დღეში.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური