არომატული ცივი ყავა შოკოლადის სოუსით

არომატული ცივი ყავა შოკოლადის სოუსით
fpaparazzi გთავაზობთ ყავის მომზადების განსხვავებულ და ძალიან არომატულ ვარიანტს... სცადეთ!
საჭირო მასალა:
  • ნაღები 20% 100 მლ
  • ყავა 25 გ
  • წყალი 180 მლ
  • შოკოლადის სოუსი 60 გ ან გემოვნებით
  • დარიჩინი
  • ყინული

მომზადების წესი:
1. ყავა დავფქვათ ან უკვე დაფქული მოვადუღოთ.
2. აპარატში მოდუღებულ, გაფილტრულ ყავას პირდაპირ გამოვიყენებთ, თურქულ წესზე მოდუღებული უნდა გადავწუროთ რომ არ მიჰყვეს ნალექი.
3. ბლენდერში ავთქვიფოთ ყინული, ყავა, ნაღები, შოკოლადის სოუსი და დარიჩინი.
4. დიდი ჭიქის კედლებს მოვასხათ შოკოლადის სოუსი და ჩამოვასხათ ყავა.
გემრიელად მიირთვთ!