11 მარტივი ნაბიჯი, რომელიც თქვენს სხეულს სრულყოფილებამდე აშორებს

11 მარტივი ნაბიჯი, რომელიც თქვენს სხეულს სრულყოფილებამდე აშორებს
ჩვენ შემოგთავაზებთ 11 მეთოდს თუ როგორ მოვიშოროთ ზედმეტი წონა. ეს მიდგომები მეცნიერული სწავლის შედეგია, რომელზეც კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობდნენ.

1. ამოიღეთ რაციონიდან სწრაფი კვების პროდუქტები

სწრაფი ნახშირწყლები ანუ მონოსაქარიდები და ცუდი ქოლესტერინის სინთეზი ყველაზე საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის.

2. ძილი

დამტკიცებული ფაქტია – უძილობა განაპირობებს წონაში მატებას. გამოკვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომელთაც მაქსიმუმ 6 საათით სძინავთ, გაცილებით ადვილად იმატებენ წონაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ხარისხიანად გამოძინებას ახერხებენ.

3. წყალი

წყალი გახდომის შესანიშნავი საშუალებაა. ის აქვეითებს მადას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმების წვას. მეცნიერების აზრით, ორგანიზმი, რომელიც ცოტა წყალს ღებულობს, ზრდის თავისი ცხიმების მარაგს.

4. დააბალანსეთ ცხიმი

ცხიმი ეცადეთ მიიღოთ მხოლოდ მცენარეული (თხილი, ნუში, ბანანი, ავოკადო, ქოქოსი და ა.შ.)

5. წონებით ვარჯიში

წონებით ვარჯიშის დროს ჩვენი ორგანიზმი გამოიყენებს დამატებით ენერგიას ცხიმის რეზერვის სახით.

6. კარდიო ვარჯიში

კარდიო ვარჯიში არის კონტრასტული ვარჯიშის ფორმა, რა დროსაც გულის მაღალი პულსაციის ხარჯზე იწვება ცხიმი.

7. ხილი

ზოგადად, რეკომენდირებულია ყოველდღიურად მიიღოთ ხილის მინიმუმ სამი ულუფა. ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

8. ბოსტნეული

რეკომენდირებულია ყოველდღიურად 5 ულუფა ბოსტნეულის მიღება.

9. მიიღეთ მეტი თევზი

თევზი ძალიან კარგი წყაროა ცილების მისაღებად და ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს. დაისახეთ მიზნად, მინიმუმ ორი ულუფა თევზი კვირის განმავლობაში, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი, ხოლო მეორე - უცხიმო. ცხიმიანი თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ე.წ. ომეგა-3 ცხიმებს, რაც ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.

10. არ გამოტოვოთ საუზმე

სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ საუზმის მიღება ხალხს ეხმარება წონის გაკონტროლებაში. ჯანსაღი საუზმე რაციონალური და ჯანსაღი კვების აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე ეხმარება ორგანიზმს მიიღოს დამატებითი ვიტამინები და მინერალები.

11. მიიღეთ თხილი

თხილი, ტყის თხილი, ნუში, კაკალი და ა.შ. ითვლება ისეთ საკვებად რომელიც ენერგიას გაძლევთ და ის ენერგია გაგყვებათ დიდი ხნის განმავლობაში. ეს ისტორიულადაც დადასტურებული ფაქტია, საომარ სიტუაციებში ჩვენი წინაპრებიც მას იყენებდნენ. ომში ყველაზე აქტიურად გამოიყენებოდა საკვები, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავდა თხილს.