ბოსტნეულის მსუბუქი და გემრიელი კატლეტები

ბოსტნეულის მსუბუქი და გემრიელი კატლეტები
fpaparazzi გასწავლით, როგორ მოამზადოთ მარტივად უგემრიელესი, დიეტური და მსუბუქი ბოსტნეულის კატლეტები.

საჭირო მასალა:
  • მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო 2 ჭიქა
  • სოკო, დაჭრილი 2 ჭიქა
  • ბროკოლი, დაჭრილი 1 ჭიქა
  • ხახვი 1
  • კვერცხი 2-3
  • ყველი 150 გ
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი 2 კბილი
  • საფანელი

მომზადების წესი:
1. დიდ თასში გადაიტანეთ ლობიო და დაჭყლიტეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო, წვრილად დაჭრილი ბროკოლი, დაჭრილი ხახცი და ნიორი, მარილი, პილპილი.
2. კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, საფანელი (დაფქული პური), ყველი და კიდევ მოურიეთ კოვზით. გააცხელეთ ტაფა, რომელიც არ იკრავს, დაასხით ცოტა ზეთი.
3. კატლეტებს მიეცით ფორმა და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე. თუ მასა ძალიან თხელი გეჩვენებათ, ცოტა საფანელი კიდევ დაამატეთ, ის ზედმეტ სითხეს შეიწოვს.
გემრიელად მიირთვით!