ვაშლი ცელულიტების წინააღმდეგ: შეიმცირეთ ბარძაყების გარშემოწერილობა 2 სმ-ით 1 თვეში

ვაშლი ცელულიტების წინააღმდეგ: შეიმცირეთ ბარძაყების გარშემოწერილობა 2 სმ-ით 1 თვეში
არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიგე, რომ ვაშლი არა მხოლოდ აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს, არამედ გვეხმარება ცელულიტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მასაჟი ვაშლით - პროცედურა, რომელსაც საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ჩვენი წინაპრები, თუმცა, სამწუხაროდ, მის შესახებ დღესდღეობით ძალიან ცოტა ადამიანს თუ სმენია. თუ თქვენი სურვილი ცელულიტების მოშორებაა, ჩვენ გთავაზობთ ძვირადღირებული კრემების არაჩვეულებრივ, ძალზედ ეფექტურ ალტერნატივას.

ვაშლის წვენი გაჯრებულია C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებითა და პეპტიდებით. თითოეული ეს ნივთიერება სტიმულირებს კოლაგენის ქამომუშავებას, გვიჯანსაღებს კანს და გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებსა და ტოქსინებს.

ანტიცელულიტური მასაჟი სახლის პირობებში

რატომ უნდა გადავიხადოთ საკმაოდ დიდი თანხა სპეციალურ კოსმეტოლოგიურ პროცედურებში, როდესაც არსებობს არაჩვეულებრივი მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში დაგეხმარებათ ცელულიტების მოშორებაში და იდეალურად ლამაზი კანის მოპოვებაში.

თეძოებისა და ბარძაყების ზონის მასაჟირებისთვის თქვენ 2 საშუალო ზომის მწიფე ვაშლი დაგჭირდებათ.
  1. გაავლეთ ვაშლი ცხელ წყალში და გაჭერით შუაზე.
  2. შუაზე გაჭრილი ვაშლით დაიმუშავეთ კანის დაზიანებული ზედაპირი წრიული მოძრაობებით, წვენის გამოყოფამდე. წვენის გამოყოფის შემდეგ მოაჭერით ვაშლს ზედა ფენა და კვლავ განაგრძეთ მასაჟის კეთება.
  3. მას შემდეგ, რაც ვაშლის ერთი ნახევარი გამოგელევათ, გადადით მეორე ნახევარზე.
  4. პროცედურის დამთავრების შემდეგ ჩამოიბანეთ ვაშლის წვენი უბრალო წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

დაახლოებით 7 პროცედურის შემდეგ თქვენ გასაოცარ თვისებებს შეამჩნევთ.