უმკურნალეთ ქოლეცისტიტს ხალხური სამკურნალო საშუალებებით.

უმკურნალეთ ქოლეცისტიტს ხალხური სამკურნალო საშუალებებით.
ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთებაა, რომელსაც იწვევს ინფექცია ან ნაღვლის ბუშტის კენჭი. ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად. ავადმყოფი უჩივის მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილს, რომელიც გადაეცემა უკან მარჯვენა ბეჭის არეში ან მარჯვნივ მხრის ზედა ნაწილში, ანდა გულის კოვზთან. დაავადებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, ზოგჯერ სიყვითლე და სხვა.

არსებობს 9 ნიშანი, რომლებიც ნათლად მიგვანიშნებენ, რომ მოუგვარებლობა სწორედ ნაღვლის ბუშტთანაა დაკავშირებული:

  1. სიმწარე და ლითონის გემო პირში;
  2. ხშირი ბოყინი;
  3. დილით გულისრევები;
  4. მეტეორიზმი;
  5. კუჭის მოქმედების დარღვევა;
  6. კანისა და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე;
  7. სქელი თეთრი ნადები ენაზე;
  8. გაღიზიანებულობა;
  9. უძილობა.

თუ დროდადრო შენიშნავთ თქვენში ამათგან ხუთზე მეტს, თანაც ერთდროულად - აუცილებლად მიმართეთ ექიმს ნაღვლის ბუშტის გამოსაკვლევად.

ქოლეცისტიტის მკურნალობა:

ქოლეცისტიტის სავსებით თავიდან აცილება იშვიათად ხდება. მაგრამ გამწვავებისგან თავის დაღწევა - ჩვენს შესაძლებლობაშია. საამისოდ საკმარისია შევასრულოთ მარტივი რეკომენდაციები:

  1. დაიცავით მსუბუქი დიეტა - გაგიტაცებთ ალკოჰოლი და კერძები, რომელთა შემდეგაც თქვენ განიცდით მარჯვენა ნეკნებვეშ ტკივილს ( ეს არის კონსერვები; შემწვარი, მარინადში ჩადებული და დაშაშხული პროდუქტები ).

  2. მიიღეთ წელიწადში 2-ჯერ ლივ-52 შემდეგი სქემით: 15-დან 31 მარტამდე თითო ტაბლეტი დილით და საღამოთი; 1- დან 15 აპრილამდე თითო ტაბლეტი დილით; 15- დან 31 ოქტომბრამდე თითო ტაბლეტი დილა- საღამოს; 1-დან 15 ნოემბრამდე თითო ტაბლეტი დილაობით.

    გამწვავების დროს თქვენ გიხსნით ძველებური ჩინური საშუალება: ძილის წინ დალიეთ მეოთხედი ან ნახევარი ჭიქა ჩაი ფიჭვის, როზმარინის, ვარდის ზეთების 1-3 წვეთით. შეგიძლიათ ზეთი დააწვეთოთ შაქრის ნატეხს ან 1 ჩ/კ თაფლს, მიირთვათ და დააყოლოთ ჩაი.

ქოლეცისტიტით დაავადებულთათვის, რა თქმა უნდა, მარტო დიეტა არ კმარა. 4-6 კვირის განმავლობაში ( მდგომარეობის მიხედვით ) მათ მოუხდებათ ბალახებით მკურნალობა. ფიტოსაშუალებათა არჩევა საჭიროა კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით.

ქოლეცისტიტი თუ გამოწვეულია მიკრობებით
  • 1 ს/კ სიმინდის ღეროებსა და თმებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ ყოველ 3 სთ-ში.

  • დაასხით 2 ჩ/კ ფარსმანდუკის ბალახს 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სვით ჭიქის მეოთხედი 4-ჯერ დღეში.

    შენიშვნა: ბუშტში კენჭების არსებობისას ეს ნაკრებები შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

  • ასკილის ერთი მუჭა ნაყოფი დათუთქეთ მდუღარეთი, მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ ღამით, შესვით 1-2 დღის განავლობაში.
    მთელი ფოტოსაშუალებების დიდხანს მიღება მოგიწევთ არანაკლებ 3-5 თვისა, შემდეგი სქემით: 3 კვირა უნდა სვათ პირველი ნაყენი; ერთი კვირის შესვენების შემდეგ კიდევ 3 კვირა - მეორე, შემდეგ კვლავ ერთკვირიანი შესვენების შემდგომ - მესამე და ა.შ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური