პოზიტივი ყველაფერში: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები უკაცრიელ კუნძულზე

პოზიტივი ყველაფერში: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები უკაცრიელ კუნძულზე
ასტროპროგნოზი ხანდახან ინფორმაციას უჩვეულო კუთხით გვაწვდის. ზოდიაქალური წრე სრულიად განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს და მათში ხასიათის მსგავს თვისებებს აერთიანებს. ჩვენ გვიყვარს ისეთი კითხვების დასმა, რომელზეც პასუხი არაერთგვაროვანია. ერთხელ მაინც მოგსვლიათ ალბათ აზრად, თუ როგორ მოიქცეოდით უკაცრიელ კუნძულზე. ჰოროსკოპს შეუძლია გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხი.

ვერძი

აქაც კი გამოავლენენ ვერძები თავიანთ ორგანიზაციულ ნიჭს. საყოველთაოდ გამოაცხადებენ, რომ ახლა ერთად უნდა იმოქმედონ და მათი ლიდერი თავად უნდა გახდეს. და გასაკვირიც არაა, რომ ქმედებების დაწყებამდე მათ უკვე თავში საკმაოდ კარგი გეგმა უმწიფდებათ.

კურო
ჯიუტი კუროები არასოდეს უხვევენ გზიდან. ისინი ერთ ძირითად იდეას წამოაყენებენ და ძალებს არ დაიშურებენ მის განსახორციელებლად. კერძოდ, შეუძლიათ გრანდიოზული გემის შენების დაწყება და სირთულეების მიუხედავად, არასოდეს დანებდებიან.

ტყუპები
აი, ვინ იგრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. ტყუპებს ეს სტუაცია შთააგონებს. ისინი დიდ სიამოვნებას მიიღებენ, რადგან მათი ფარული ოცნება ახდა. პრობლემები, საშიშროება?... მათ ასეთი თავგადასავალი სურდათ! და თუკი სხვა ამ დროს პანიკაშია, ის გასარუჯ ადგილს ეძებს.

კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენლები უსიტყვოდ გაუძღვებიან ”კულინარულ ცეხს”. ისინი მოამარაგებენ საკვები პროდუქტებით, მოაწყობენ ხილის საძიებელ ჯგუფს, ურჩევენ, ვინ დაიჭიროს თევზი. თავად კი კოცონთან მოკალათდებიან და მოამზადებენ შესანიშნავ კერძებს.

ლომი

კუნძულზე, ეს შემოქმედებითი ადამიანები ეცდებიან, კომფორტი შექმნან. ლომებს უყვართ თავგადასავლები, მაგრამ ქვიშაზე ძილის იდეას სკეპტიკურად უყურებენ. და უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ თავზე არ იზრუნებს - მოაწყობს საცხოვრებელს ყველასთვის.

ქალწული

ქალწული, რა თქმა უნდა, პესიმისტურად განეწყობა. მას იმედი არ ექნება, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. მათ თავში ათასი აზრი ტრიალებს: სად დაიძჳნონ, რა ჭამონ, როგორ გადაურჩნენ ველურ ცხოველებს...

სასწორი
სასწორები მთელ ჯგუფს პოზიტიურად განაწყობენ, ეცდებიან გაართონ და რომ ეს თავგადასავალი ყველასათვის დაუვიწყარი გახდეს. მისი ხუმრობების მერე ყველას დაავიწყდება, თუ სად არიან და სიცილი ერთადერთ ”პრობლემად” იქცევა.

მორიელი
მორიელები თავიდან გააანალიზებენ, რატომ მოხვდნენ ამ კუნძულზე. რაიმეს მოქმედებასაც დაგეგმავენ, მაგრამ ამაზე ვერავინ შეიტყობს. ჯგუფის წევრებს მხარს დაუჭერენ და გაამხნევებენ - მათ ამაში მორალური და ფიზიკური სიძლიერე დაეხმარებათ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები არასოდეს იწყენენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გადაარჩენენ. და თუ საჭირო გახდა, ყველას დაარწმუნებენ, რომ არავითარი უკაცრიელი კუნძული არ არსებობს. ეს რაღაც თამაშია, რომლის მერეც ყველა სახლში აღმოჩნდება.

თხის რქა
ვინ ვინ და თხის რქა პანიკაში არ ჩავარდება. შექმნიან ჯგუფს, რომელიც გამოიკვლევს კუნძულს, შემდეგ მომავლის პერსპექტივის რაციონალურ პროგნოზს დადებენ, გამოიტანენ ვერდიქტს, შეიძლება თუ არა აქ ცხოვრება და რა უდნა გაკეთდეს ამისთვის.

მერწყული
მერწყულები დაღონდებიან, სახლიდან შორს რომ აღმოჩნდნენ და შეიმუშავებენ უკან დასაბრუნებელ გეგმას. ისინი იდეების საუკეთესო გენერატორები არიან და გეგმის რომელიმე ნაწილი აუცილებლად იმუშავებს.

თევზები
თევზებს გაურკვევლობა აშფოთებს. და რაც უფრო მეტ ხანს მოუწევთ კუნძულზე ცხოვრება, მით უფრო დაღონდებიან, რადგან არ უყვართ სახლიდან შორს ყოფნა. დღე და ღამე სანაპიროზე გაატარებენ გემის მოლოდინში და დიდი ალბათობით, სწორედ ისინი ახარებენ დანარჩენებს, რომ მაშველები მოდიან მათ გადასარჩენად.