ისტერიით დაავადებულთა დამამშვიდებელი რამდენიმე ხალხური რეცეპტი.

ისტერიით დაავადებულთა დამამშვიდებელი რამდენიმე ხალხური რეცეპტი.
ისტერია- ფუნქციური ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა; ახასიათებს მომატებული ემოციურობა ( ტირილი, სიცილი ), კრუნჩხვები, აგრეთვე ფსიქიკისა და მგრძნობელობის სხვადასხვაგვარი მოშლილობა. ისტერია ნევროზის ერთ-ერთი სახეა.
ისტერიულ შეტევისას ავადმყოფს დახმარება ესაჭიროება. იგი არ უნდა დააკავოთ, მაგრამ აუცილებლად გადაიყვანოთ მშვიდ ადგილას ან უცხოთაგან მოაცილოთ, მისცეთ სასუნთქად ნიშადურის სპირტი და არ შეუქმნათ გარშემო მოუსვენარი ატმოსფერო. ასეთ პირობებში ავადმყოფი სწრაფად დამშვიდდება და შეტევა გაუვლის.

დამამშვიდებელი საშუალებები:

კუნელი სისხლივით წითელი. 2 ს/კ გამხმარი ნაყოფი წვრილად დაფხვენით და დაასხით ჭიქანახევარი მდუღარე წყალი. დალიეთ სამ მიღებაზე ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებულობის დასაქვეითებლად.

კატაბალახა. 1 ს/კ დაქუცმაცებული ფესვები მოათავსეთ თერმოსში. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ღამით. მიიღეთ თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში. მომატებული აღგზნებულობის დროს ნაყენი შესვით 3-ჯერ ჭიქის მესამედი.

გახსოვდეთ: კატაბალახას მიღება 2 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება, ვინაიდან მოსალოდნელია გამოიწვიოს თავის ტკივილები, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა.

კრაზანა. დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი 3 ს/კ კრაზანას ბალახს, დააყენეთ 2 სთ. გაწურეთ, გააგრილეთ. მიიღეთ ჭიქის ერთი მესამედი ჭამამდე 3-ჯერ დღეში.

ბარამბო. 1 ს/კ ბალახი - 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. ბარამბო შეგიძლიათ აგრეთვე ჩაის ჩაუმატოთ ( ნედლი ან გამხმარი სახით ). ბარამბოს გამოყენებას არ გააჩნია განსაკუთრებული უკუჩვენებები, ამიტომ შეგიძლიათ ის ხანგრძლივი დროით მიიღოთ.

შავბალახა ხუთფრთიანი აიღეთ 15 გრ ბალახი ( ყლორტების ზედა ნაწილი ) 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ თითო ს/კ 3-5-ჯერ დღეში.
დამამშვიდებელ საშუალებას წარმოადგენს შავბალახას წვენიც; ის უნდა მიიღოთ 30-40 წვეთი რამენჯერმე დღეში.

ნაკრები:

აიღეთ თანაბარი რაოდენობის გულყვითელას ყვავილედი და მაყვლის ფოთლები. აურიეთ ერთმანეთში. 2 ს/კ ნარევს დაასხით 3 ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი. ნაყენი სვით ჭიქის ორი მესამედი ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური