სუპერშოკოლადის ტრიუფელი-ნამცხვარი ფქვილის გარეშე

fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ და თუნდაც ერთხელ გაიგოთ ამ დესერტის გემო.

საჭირო მასალა:
  • შავი შოკოლადი (60-70 %) 460 გ
  • კარაქი 225 გ
  • კვერცხი 9 ცალი
  • შაქარი 100 გ
  • ლიმონმჟავა 1/4 ჩ/კ
  • კაკაო

მომზადება:
  1. გაადნეთ დაბალ ცეცხლე ან წყლის აბაზანაზე კარაქი შოკოლადთან ერთად, თან ურიეთ.
  2. გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულებისგან. გული ათქვიფეთ შაქართან ერთად 5 წუთის განმავლობაში.
  3. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ შოკოლადის მასას.
  4. ცილა ათქვიფეთ ცალკე ლიმონის მჟავასთან ერთად.
  5. ცილა ათქვიფეთ ცალკე ლიმონის მჟავასთან ერთად.
  6. ფრთხილად ჩაამატეთ ათქვეფილი ცილა შოკოლადის მასას, თან ურიეთ ხის კოვზით, მიქსერით არა!
  7. გამოსაცხობი ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა, თუ ფორმას კიდეები ეხსნება, არ არის საჭირო ფოლგა, უბრალოდ წაუსვით ფსკერსა და კედლებს კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში, მოასწორეთ ზედაპირი.
  8. აცხვეთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35, მაქსიმუმ 40 წუთ. თუკი დიდხანს გააჩერებთ, გამოვა ჩვეულებრივი მშრალი ბისკვიტი. როცა დანიშნული დრო გაივლის, გამოიაღეთ ბისკვიტი, გააგრილეთ ფორმაშივე და შემდეგ შედგით მთელი ღამით მაცივარში.
  9. როცა დანიშნული დრო გაივლის, გამოიაღეთ ბისკვიტი, გააგრილეთ ფორმაშივე და შემდეგ შედგით მთელი ღამით მაცივარში.
  10. დაჭერით ტორტი თხელ ნაჭრებად, ამისათვის კარგი იქნება, თუკი დანას გააცხელებთ.
  11. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა