ხალხური საშუალებები ვიტილიგოს სამკურნალოდ

ხალხური საშუალებები ვიტილიგოს სამკურნალოდ
ვიტილიგო ( ლეიკოდერმა ) - კანის დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანზე სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის თეთრი ლაქების გაჩენა და დაკავშირებულია კანში პიგმენტის შემცირებასთან, ან მის სრულ გაქრობასთან. ლაქების განლაგება, ჩვეულებრივ, სიმეტრიულად ხდება ორივე ლოყაზე, ბეწვიან ადგილებზე, ეს ბეწვები თეთრდება ლაქების ადგილას. პიგმენტაციის უქონლობა იშვიათად არის თანდაყოლილი. ეს დაავადება ხშირად ახალგაზრდა ქალებში გვხვდება.
დაავადება რაიმე გავლენას არ ახდენს დაავადებულის ჯანმრთელობის ზოგად მსგომარეობაზე და შემაწუხებელია მარტო ესთეტიკური თვალსაზრისით. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. დაავადების მიზეზები უცნობია; სავარაუდოა რომ გამოწვეული იყოს ნერვულ - ენდოკრინული მოშლილობით.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ორ ძალიან ეფეტურ საშუალებას ვიტილოგოს სამკურნალოდ.

  1. ნემსიწვერა მოსისხლო-მოწითალო. აიღეთ ახალი ან გამხმარი დაქუცმაცებული ფესვები და დაასხით 1ლ ადუღებული წყალი. დააყენეთ 4 სთ, გაწურეთ. აბაზანა ( 35- 36o C ) მიიღეთ ძილის წინ. მკურნალობის კურსია 12-14 აბაზანა.

  2. ჩინური ჩაი. კანს რომ მიეცეს მოშავო შეფერილობა, რეკომენდებულია დილას და საღამოს სახე გაიწმინდოთ ჩაის ნახარშით. ნახარშის მისაღებად ჩაის დაუმატეთ წყალი ( 1 ჩ/კ-ზე ჭიქის მეოთხედი ), ადუღეთ 2-3 წთ და თბილ მდგომარეობაში გაწურეთ ქსოვილში. შეინახეთ ოთახის ტემპტერატურაზე არა უმეტეს ერთი დღე-ღამისა; მაცივარში - 2 დღე-ღამემდე. გამოყენების წინ სანჯღრიეთ.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური