გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ტოქსინებისგან. გამოიყენეთ ეს 4 ინგრედიენტი

გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ტოქსინებისგან. გამოიყენეთ ეს 4 ინგრედიენტი
მსხვილი ნაწლავის გასაწმენდი ეს რეცეპტი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, სავსეა ბოჭკოებით, საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

ვაშლი

ეს პროდუქტი გამდიდრებულია ბოჭოებით, რის ხარჯზეც ის ადვილად გვანაყრებს და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას. ვაშლი ძალზედ ეფექტურია ყაბზობის, შეკრულობის მოსახსნელად და მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

სელის თესლი

სელის თესლი უნიკალური პროდუქტია, რომელიც ეხმარება ჩვენს მსხვილ ნაწლაცს საკვები ნივთიერებების შეწოვაში. ეს პროდუქტი რამდენჯერმე ამცირებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ჩიას თესლი

უჯრედისით (ბოჭკოები) გამდიდრებული ეს პროდუქტი განაპიროებებს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფორმირებას. ჩიას თესლი გაჯერებულია საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომლებიც ხელს გვიწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის ხარჯზე სელისა და ჩიას თესლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებაში გვეხმარება.

ინგრედიენტები:
  • 1 ვაშლი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი (სიტკბოსთვის)
  • 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
  • 1 სუფრის კოვზი სელის თესლი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

მოათავსეთ თითოეული ინგრდიენტი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ეს სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი ვადით. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას დაგროვებული მავნე ნივთიერებებისგან, ნივთიერებათა ცვლის პროცესებისა და მეტაბოლიზმის დაჩქარებას, რაც სასარგებლოდ აისახეა არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი.