კბილებს შეუძლიათ ბევრი რამ გვითხრან ჩვენს ჯანმრთელობაზე!

კბილებს შეუძლიათ  ბევრი რამ გვითხრან ჩვენს ჯანმრთელობაზე!
მავნე პროდუქტების რეგულარული მიღების შედეგად თქვენ შეიძლება " წახალისდეთ" არა მარტო კარიესით, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითაც. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზოგიერთი პროდუქტები შეიცავენ ტრანს ცხიმებს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გულზე და სისხლძარღვებზე . ყველაზე მეტს მათ შეიცავს საკონდიტრო ნაწარმი. ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ მათი ეტიკეტი. გულსისხლძარღვთა სისტემაზე ცუდ გავლენას ახდენს ბაქტერიებიც. ზოგჯერ ისინი პროვოცირებას უკეთებენ დიაბეტის, სასუნთქი გზების დაავადებებს,რაც შეიძლება იყოს ინსულტის არაპირდაპირი მიზეზი.

თუ ადამიანს კბილები დაავადებული აქვს კარიესით , ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი იკვებება არასწორად. კარიესი წარმოიშობა იმის შედეგად, რომ კბილებზე ილექება ნახშირწყლები და შაქარი, რომლებიც უხვადაა გაზიარებულ სასმელებში, შოკოლადში და სხვა ტკბილეულში. მათი წყალობით პირის ღრუში თავს იჩენს ბაქტერიები, რომლებიც გამოყოფენ კბილებისათვის მავნე სიმჟავეს.
თუ ღრძილებიდან გაქვთ სისხლდენა და კბილები დაფარულია ყვითელი ნადებით, რაც კბილის ჯაგრისითაც კი ძნელი მოსაცილებელია, ეს სერიოზული საბაბია ონკოლოგთან გამოკვლევის ჩატარებისთვის.
ნახვრეტები კბილებზე ასევე მოწმობს მავნე პროდუქტების, განსაკუთრებით ტკბილეულის უხვად ჭამას, რაც ასევე ზედმეტ წონას განაპირობებს.
ადამიანმა თუ დაკარგა კბილების უმრავლესობა, ეს მოწმობს იმას, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს ალცგეიმერის დაავადებასთან.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია