როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა სწრაფად და მარტივად


მშობიარობის შემდეგ დამეწყო ძლიერი თმის ცვენა. თმა ისე გამითხელდა, თავის კანიც კი მიჩანდა. შარშან, მარტში ვიმშობიარე, მაისში კი დედაჩემის რჩევით, დავიწყე მკურნალობა ჭინჭრის სპირტიანი ნაყენით.

ინგრედიენტები:

  • ჭინჭარი
  • 70 %- იანი სამედიცინო სპირტი

მომზადების და გამოყენების წესი:

ჭინჭრის ფოთლები გარეცხეთ ცივი წყლით, გააშრეთ, ჩაყარეთ ერთ ლიტრიან მინის ქილაში ( ქილის ჭინჭრით მჭიდროდ გატენვა არ არის საჭირო ) და აავსეთ 70 % -იანი სამედიცინო სპირტით ან არყით. დადგით გრილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი უნდა შეიზილოთ თავის კანში კვირაში ორჯერ, დაბანის შემდეგ . გაიჩეროთ 2 საათი და შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი წყლით, რომელშიც მცირე რაოდენობის ლიმონის წვენი იქნება გარეული. თავიდან ასე ვაკეთებდი, შემდგომში კი მომდევნო დაბანამდე ვიტოვებდი შეზელილ ნაყენს- მერწმუნეთ, არავითარ დისკომფორტს არ ვგრძნობდი. თმამ ცვენა შეწყვიტა, გამისქელდა და ახლა უფრო ჯანსაღად გამოიყურება. პერიოდულად ამ ნაყენს ახლაც ვიყენებ.


ექიმის კომენტარი:


ჭინჭრის ფოთლები საკმაო რაოდენობით შეიცავს K და C ვიტამინებს, ჭიანჭველამჟავას, ჰისტამინს, რკინას, პანთოთენის მჟავას. ჭინჭრის ფარმაკოლოგიურ ეფექტს ძირითათად, მასში შემავალი ვიტამინები და რკინის მარილები განაპირობებს. K ვიტამინი ანიჭებსმას სისხლის შემადიდებელ და სისხლდენის საწინააღმდეგო ეფექტს, C ვიტამინი კი-იმუნიტეტის გამაძლიერებელ ეფექტს.ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ნარვემდენი და ანთების საწინააღდეგო მოქმედება. აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. გარდა ამისა, მას აქვს სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების ეპითელიზაციას.