ეს პროდუქტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ძალიან გვიყვარს, ჩვენს ტვინს ანადგურებს.

ეს პროდუქტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ძალიან გვიყვარს, ჩვენს ტვინს ანადგურებს.
ჯონ პანისა და კლაუდიო გრასის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ დაბალკალორიული დიეტა ზრდის თავის ტვინში ღეროვანი უჯრედების რიცხვს, რაც გვიუმჯობესებს მეხსიერებას და სწავლის უნარს.

ამავე კვლევების თანახმად, რომლის შედეგებიც ჟურნალ ''Cell Reports''-ში დაიბეჭდა, ჭარბი რაოდენობით შაქარი უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ტვინს. უფრო კონკრეტულად, შაქარი აფერხებს ღეროვანი უჯრედების გამომუშავებას ჰიპოკამპში - ტვინის სფერო, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.

ნერვული ღეროვანი უჯრედები აუცილებელია ჩვენი ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი განიცდის ამ უჯრედების დეფიციტს, მას უქვეითდება კოგნიტური ფუნქციები. კვლევები გვიჩვენებს, რომ ჭარბი რაოდენობით გლუკოზა თავის ტვინში სერიოზულ ზიანს აყეენბს ღეროვან უჯრედებს.

''ჩვენ შევისწავლეთ ჭარბი რაოდენობით შაქრის ზეგავლენა ნერვულ უჯრედებზე. ამ დროს თავის ტვინის ღეროვანი უჯრედები კარგავს გამრავლებისა და აღდგენა-რეგენერაციის უნარს, რის შედეგადაც ქვეითდება ტვინის ფუნქციონირება. ჭარბი რაოდენობით შაქარი ანადგურებს უჯრედებს, რომლებიც ეხმარება ტვინს ახალი ნეირონების წარმოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანები, რომლებიც მიიღებენ დიდი რაოდენობით შაქარს, კარგავენ ან რამდენჯერმე უქვეითდებათ ნეირონული რეგენერაციის უნარი, რაც უარყოფითად აისახება მათ კოგნიტურ ფუნქციებზე'' - ამბობს ჯონ პანი.

ექსპერიმენტის მსვლელობის დროს მეცნიერები 4 კვირის განმავლობაში საცდელ თაგვებს აკვირდებოდნენ. გასაოცარია, თუმცა დაბალკალორიული დიეტის შედეგად თაგვების ღეროვანი უჯრედები გაცილებით ეფექტურად მრავლდებოდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არაჯანსაღი კვება და ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება ჩვენს ტვინს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ანადგურებს და აქვეითებს მის ფუნქციონირებას.