პროსტატის მკურნალობა უმარტივესი ხალხური რეცეპტით!

პროსტატის მკურნალობა უმარტივესი ხალხური რეცეპტით!
მქონდა პროსტატიტი. შემომთავაზაეს ოპერაციის გაკეთება, მაგრამ უარი ვთქვი. დაავადებას თავი დავაღწიე ჩვეულებრივი ვერხვის წყალობით. ყველა მამაკაცს ვურჩევ, გამოიყენოს ჩემი რეცეპტი . გაზაფხულზე, როცა ხეში წვენი ინტენსიურად მოძრაობს - ახალგაზრდა ვერხვის ხეს ქერქი გამოაშრეთ აირღუმელში ან ქურაზე 40- 50 გრადუსზე.

ინგრედიენტები:
  • 200 გრ ვერხვის ხის ქერქი
  • 700 გრ არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
დააქუცმაცეთ, აიღეთ 200 გრ ვერხვის ხის ქერქი, ჩაყარეთ 2 ლიტრიან ქილაში, დაასხით 700 გრ არაყი და დადგით ბნელ ადგილას 21 დღის განმავლობაში. როცა ნაყენი მზად იქნება, მიიღეთ 3-4 თვის განმავლობაში შეუსვენებლად, 25-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შემდეგ შეისვენეთ 1 თვე, ამ პერიოდში მოამზადეთ ახალი ნაყენი და განაგრძეთ მკურნალობა. განსაკურნებლად 3-4 ასეთი კურსი დაგჭირდებათ,
ამ ნაყენის ნაცვლად შეგიძლიათ მომაზადოთ ვერხვის კვირტების ნაყენი, ის ადრეულ გაზაფხულზე უნდა მოაგროვოთ, გააშროთ. შემდეგ 3 სუფრის კოვზ კვირტებს დაასხატ 0,5 ლ არაყი, დააყოვნეთ 2 კვირა. ნაყენი უნდა მიიღოთ თითო საჩაროზე კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ექიმის კომენტარი:

ძველ ქართულ სამედიცინო წერილობიტ წყაროებში მოხსენიებულია ვერხვის ფოთოლი და ნაყოფი. ვერხვის ფოთოლს თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო ნაყოფი თმის ცვენის საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობაში შედიოდა.
ვერხვის ფოთლები შეიცავს A და C ვიტამინებს, ხოლო ქერქში შედის მთრიმლავი ნივთიერებები. თუმცა, ფიტოთერაპიაში ეს მცენარე ფართოდ არ გამოიყენება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი