ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას, სისუსტეს, არადა ამ მდგომარეობის დაძლევა იოლია.

ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას, სისუსტეს, არადა ამ მდგომარეობის დაძლევა იოლია.
ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას, სისუსტეს , არადა ამ მდგომარეობის დაძლევა მეტად იოლია.
როგორც კი იგრძნობთ სისუსტეს, დაღლილობას, გარიზიანებას, დილაობიტ ყავის ან ჩაის ნაცვლად დალიეთ ეს ნაყენი:
ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ წითელი მოცვი
  • 1 ს/კ ასკილი
  • 1 ჩ/ ჭ მდუღარე წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

1 ს/კ თანაბარი რაოდენობის წითელ მოცვსა და ასკილს დავასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5 წუთი და ნაყენიც მზადაა.
თუ ამ ნაყენს მიიღებთ ერთი თვის განმავლობაში, გასაოცარ მხნეობას იგრძნობთ. ასკილიცა და მოცვიც მდიდარია ვიტამინებით და სწორედ ისინი აძლიერებენ დასუსტებულ ორგანიზს.
თუ ნაყენის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დატკბოთ თაფლით ან შაქრით.

ექიმის კომენტარი:

ასკილის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. იგი უამრავ ვიტამინს და მინერალის წყაროა. შეიცავს ორგანულ მჟავებს, მარილებს, შაქრებს, ფლავონოიდებს. ასკილს მედიცინაში სწორედ ვიტამინების სიუხვის გამო იყენებენ. C ვიტამინი ამ მცენარის ბიოაქტიურობის განმაპირობებელი ძირითადი კომპონენტია. იგი აწესრიგებს ორგანიზმის ჟანგვა- აღდგენით პროცესებს, ასტიმულირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ზემოქმედებების, იფექციებისა და სხვა არახელსაყრელი ფაქტორებისადმი.
ექსპერიმენტულად დადასტურებულია C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება - იგი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების დალექვას სისხლძარღვთა კედლებზე.
ასკილის პრეპარატებს ნიშნავენ ჰიპო და ავიტამინოზების დროს, მწვავე და ქრონიკული ინფექციების , ათეროსკლეროზების, ნეფრიტის, ღვიძლის მწვავე და ქრონუკული დაავადებების, ჰემორაგული დიათეზის, ჰემოფილიის,სისხლდენების, ჰიპერთირეოზის დროს, აგრეთვე, ქრონუკული პნევმონიის, ბრონქოპნევმონიის, ბრონქოექტაზიური დაავადებისას.
ასკილის პრეპარატები ეფექტიანია სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით გამოწვეული თვალის დაავადებების დროს.
წითელი მოცვი ასევე, მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით. წითელი მოცვის პრეპარატებს აქვს მადეზინფიცირებული, შარდმდენი და ნარველმდენი მოქმედება. იგი გამოიყენება თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების ( მაგალითად, ცისტიტის, პიელიტების, შარდკენჭოვანი დაავადებების ), გასტროენტერიტების , მეტეორიზმის, ქრონიკული შეკრულობის დროს. მისი ნაყენი ეფექტიანია მინერალური ცვლის დარღვევის, კერძოდ, პოდაგრის, ოსტეოქონდროზის დროს, აგრეთვე, რევმატოიდული და ინფექციური ართრიტების ( სახსრების ანთების ) დროს.
მოცვის ნაყოფს ჭიების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. მოცვის ფოთლები და ნაყოფი A და C ვიტამინების დეფიციტის შესავსებად გამოიყენება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი