8 გამოკვეთილი ნიშანი იმისა, რომ თქვენი თირკმელები საფრთხეშია!

ადამიანის ორგანიზმში თირკმელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ისინი პასუხისმგებელი არიან დეტოქსიკაციაზე და სისტემის გაწმენდაზე, ფილტრავენ 10-150 ლიტრ სისხლში ყოველდღიურად.

ისინი გამოდევნიან სითხის ზედმეტ რაოდენობას ორგანიზმიდან, იცავენ ძვლების ჯანმრთელობას, აბალანსებენ ელექტროლიტებს, ასტაბილურებენ არტერიულ წნევას და ასევე ზრდიან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას. მხოლოდ ამ ჩამონათვალიდანაც კი ნათლად ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თირკმელებს ადამიანის ორგანიზმში და რა სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია მათ არასრულფასოვან ფუქნციონირებასაც კი.
მნიშვნელოვნია კარგად გვესმოდეს თუ რა სიმპტომები ახასიატებს თირკმელების პრობლემას, რადგან დროულად შევუწყოთ ხელი მის გამართულ ფუნციონირებას და თავიდან ავირიდოთ სერიოზული პრობლემები.
FPaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ თირკმელების პრობლემისთვის დამახასიათებელ 8 ყველაზე გავრცელებულ ნიშანს, რომელთა ცოდნა ყველასთვის აუცილებელია:
  1. ცვლილება შარდში
    ყველაზე გავრცელებული და ადრეული სიმპტომების რიგს მიეკუთვებიან:
    • ქაფიანი შარდი
    • მუქი შარდი, იშვიათი შარდდენა და შარდდენა მცირე რაოდენობით.
    • ხშირი შარდვა ღამის საათებში
    • პრობლემები შარდვასთან დაკავშირებით
    • ფერკმრთალი ფერი, ხშირი შარდვა და შარდვა დიდი რაოდენობით.

  2. შეშუპება
    თირკმელების ფუნქციის შესუსტების შემთხვევაში, ორგანიზმს უჭირს ჭარბი სითხის ხარჯვა, ამიტომ შესაძლოა სახის, კიდურების და სახსრების შეშუპება გამოიწვიოს.
  3. ქოშინი
    ეს სიმპტომი ხშირ შემთხვევაში სწორედ თირკმელების პრობლემასთან არის დაკავშირებული. სიხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ფილტვებში ტოქსინების დაგროვების გამო, ორგანიზმში ჟანგბადის რაოდენობას ამცირებს.
  4. გამონაყარი კანზე
    თირკმელის უკმარისობას შეუძლია ნარცენების დაგროვება გამოიწვიოს ორგანიზმში, ამგვარად შეუძლია გამოიწვიოს ქავილი და გამონაყარი კანზე.ვინაიდან ნარჩენები სისხლში გროვდება, კანი გაღიზიანებულად და გამომშრალად გამოიყურება.
  5. პირში ლითონის გემო
    სისხლში ნარჩენების დაგროვების გამო პროდუქტების გემო იცვლება და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნსაც იწვევს. მადის გაუარესება და საკვები პროდუქტების გემოს ცვლილება თირკმელების პრობლემაზე მიანიშნებს.
  6. ცუდი კონცენტრაცია და თაბრუსხვევა
    თირკმელების უკმარისობა და ასევე მძიმე ანემია, ტვინში ჟანგბადის ცუდ მიწოდებას განაპირობებს, რაც მეხისერებასთან დაკავშირებულ პრობლემას, კონცენტრაციის გაუარესებას და თაბრუსხვევას იწვევს.
  7. ტკვილი
    ტკვილი, რომელიც თირკმელების არეში შეიგრძნობა მიგვანიშნებს მასში კენჭის არსებობაზე ან საშარდე გზების ინფექციაზე.
  8. დაღლილობა
    ჯანმრთელი თირკმელი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც EPO-ს (ერითროპოეტინი) სახელთ არის ცნობილი, სწორედ ის ზრდის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას, რომელთაც საჭირო რაოდენობის ჟანგბადი გადააქვთ. თუკი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა მცირდება, ეს დაღლილობასაც იწვევს.

შესაბამისად, თქვენ უნდა მოიხმარდეთ ჯანმრთელ საკვებს, პროდუქტებს ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით თირკმელის ფუქნციის შესანარჩუნებლად და ამგვარად გაუფრთხლილდეთ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: