ქაცვი, ეს არის უნიკალური სამკურნალო მცენარე!

ქაცვი, ეს არის უნიკალური სამკურნალო მცენარე!
მინდა გესაუბროთ ერთი უნიკალური მცენარის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად გეახლებით და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე. ამ მცენარის მიღება მირჩია მეზობელმა, რომელსაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, აწუხებდა გული, წნევა, მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ ქაცვი ყველაფერზე მომიხდა. ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გაასუფთავეთ,გარეცხეთ და გაატარეთხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებსნ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში ( 1ჭიქაზე 1-2 სუფრის კოვზი ) და სვით დილა-საღამოს. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულობა,ქაცვი საერთო მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ, გამოგაცოცხლებთ.


ექიმის კომენტარი:

ქაცვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია პიგმენტებით, კაროტინით, ვიტამინებით ( E, B1,B2,B6, P ), ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, ფიტოციდებით.
დადგენილია, რომ ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტიანია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ.
გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი. დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც- აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში. ქაცვის ზეთი აფერხებს ათეროსლკლეროზული პროცესის განვითარებას, აქვეითებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდებისა და საერთო ლიპიდების დონეს.
ქაცვის ზეთი გაომიყენება კანის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, საწოლების სამკურნალოდ.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ქაცვით მკურნალობენ საშვილოსნოს ყელის ეროზიასა და სხვა ანთებით დაავადებებს.
ქაცვის ზეთით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის შედეგად აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება- ამასთან არ ხდება მჟავიანობის მნიშვნელოვანი ცვლილება.
ცდებით დადგინდა, რომ ათეროსკლეროზული ცვლილებების მქონე პაციენტებში ქაცვის ზეთის მიღების შემდეგ გაქრა სტენოკარდიული შეტევები, შემცირდა ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოშლილობები, მოწესრიგდა წნევა, აღინიშნა ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების დადებითი დინამიკა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი