თქვენი იდეალური საცხოვრებელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენი იდეალური საცხოვრებელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ერთსა და იმავე სახლში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება თავს კომფორტულად გრძნობდეს, ზოგი კი - ცუდად. ამიტომაც, საცხოვრებელის შერჩევისას, გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები.

ვერძი

მათი სახლის კომფროტსა და სიმყუდროვეს ვერძებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მეტად მნიშვნელოვანია პირადი სივრცე, სადაც ხელს არავინ შეუშლის. ეს შეიძლება პატარა ოთახი იყოს დიდ სახლში, რომელთანაც წვდომა არავის ექნება. ცენტრში პატარა ფართის ბინასა და გარეუბანში დიდ სახლს შორის, ვერძი მეორეს აირჩევს, სასურველია მაღალ სართულზე, რადგან უყვარს სამყაროს სიმაღლიდან გადახედვა.

კურო
კუროს მიწასთან სიახლოვეში უყვარს ცხოვრება, სადაც სიმწვანეა და თავისუფლად შეგიძლია სუნთქვა. ამიტომაც, სიამოვნებით სახლდება ქალაქგარეთ, თუ ამის შესაძლებლობა ექნა. მას სახლი უფრო მყურდო ეჩვენება, თუ ბევრ მცენარეს გაახარებს. საცხოვრებელს არამხოლოდ ლამაზად, არამედ ფუნქციონალურად აწყობს. საუკეთესო ხარისხის ნივთებს ყიდულობს, რომლებიც დიდ ხანს მოემსახურება.

ტყუპები
ტყუპების სახლში მუდამ ბევრი სინათლე და ჰაერია. პასტელურ ტონებს ირჩევენ ინტერიერისთვის. ტყუპები ხშირად 2 სახლში ცხოვრობენ, ასე ეწყობა მათ ოჯახში სიტუაცია. მაგალითისთვის, დოის ნაწილს მშობლების სახლში, ხოლო დანარჩენს - საკუთარ სახლში ატარებენ. საცხოვრებლად ირჩევენ ისეთ უბანს, სადაც გართობა შეიძლება ნებისმიერ დროს.

კირჩხიბი

კირჩხიბი სახლის ყველაზე დიდი მოყვარული ნიშანია. საკუთარ სახლში დროის უმეტესობას ატარებს, ამიტომაც, მისთვის კომფორტი და სიმყუდროვე აუცილებელია. მას უამრავი ისეთი ნივთი აქვს, რომელიც წარსულს აგონებს და კარგი მოგონებები აკავშირებს. დიდი სახლი მას ცარიელად და უსულოდ ეჩვენება. ამიტომ, პატარა მყუდრო კუთხეს ირჩევს, სადაც ყველაფერი აქვს, რაც უყვარს.

ლომი
ლომი მუდამ ყველადერს ძვირად ღირებულს და მდიდრულს ირჩევს, რაც მას პრესტიჟს ხაზს გაუსვამს. მისი სახლი ხშირად მეგობრული კლუბი ხდება, სადაც თავს ხან ნათესავები, ხან მეგობრებ და ხანაც მდიდარი და გავლენიანი ხალხი იყრის თავს. ამიტომაც, თავი უნდა მოიწონოს. მისი დიდი სახლი პრესტიჟულ უბანში იქნება, ინტერიერი - ძვირად ღირებული ხის ავეჯი, და მოოქროვილი ელემენტები.

ქალწული
ქალწულს ეკოლოგიური მასალებისგან დამზადებული ნივთები უყვარს: ხე, ქსოვილი, ქვის ნაკეთობები - ყველაფერი, რაც ბუნებასთან არის ახლოს. მისთვის სილამაზესტან ერთად, ფუნქციონალურობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე, ყურადღებას აქცევს ტექნოლოგიურ სიახლეებს - თანამედროვე ტელევიზორებს, ”ჭკვიან” სარეცხ მანქანებსა და ა.შ.

სასწორი

სასწორისთვის იდეალურია საშუალო ფართის ბინა ან სახლი, რომელსაც უზადო გემოვნებით მოაწყობს. მისი სახლი ხშირად მუზეუმს მოგაგონებს. ყველა დეტალი იდეალურადაა შერჩეული სტილისა და ფერების მიხედვით. ძალიან ძვირად ღირებული საჩუქრისთვის, რომელიც ინტერიერს არ უხდება, სასწორის სახლში ადგილი არაა.

მორიელი
თუ მორიელი სახლს ყიდულობს, წყლის პირა ადგილებს ირჩევს. უყვარდ სიმარტოვეში დასვენება, სალხს სანგრად აღიქვამს და ცოტა ვინმეს თუ უშვებს. კარგად გრძნობს თავს პატარა ოთახებში, საყვარელი ნივთების გარემოცვაში. მორიელი მინიმალისტია, მას ბედნიერებისთვის ცოტა რამ სჭირდება. მის სახლში მხოლოდ აუცილებელი ნივთებია, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ ხელს უშლის/

მშვილდოსანი
მშვილდოსანს დიდი ბინა უყვარს, უმჯობესია, ცათამბჯენის ბოლო სართულზე, სადაც არაფერი შეუშლის ხელს თავისუფლად გადაადგილებაში. რაც უფრო მეტი ოთახი იქნება - მით უკეთესი. მშვილდოსანი მიიჩნევს, რომ სახლი უნდა ემსახუროს მას და არა პირიქით. ამიტომაც, ხანდახან სიამოვნებით ყიდულობს სხვადასხვა ნივთებს და ცვლის ინტერიერს, შემდეგ კი მხოლოდ ზედაპირულად ალაგებს სახლს.

თხის რქა
თხის რქა ცოტათი სენტიმენტალურია, ეჩვევა ადგილებს და ამიტომ ცხოვრობს იმ უბანში, სადაც გაიზარდა. სახლის მოწყობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. არ იშურებს ძალებს, დროსა და თანხას, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს. მისთვის ცნება ”გენერალური დალაგება” არ არსებობს, რადგან ამას სიტუაციის მიხედვით აკეთებს. პატარა არეულობაც კი არ აძლევს მშვიდად მუშაობისა და დასვენების საშუალებას.

მერწყული

მეწრყული ცდილობს, მისი საცხოვრებელი ორიგინალური იყოს. ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ მისი სახლი პრესტიჟულ უბანში იყოს განლაგებული. ამასთან, ყველაფერი თანამედროვე და მოხერხებული უნდა იყოს. უყვარს ტექნიკური სიახლეები, მოდერნისტული სტილი, დიდი სივრცე და მინიმალური ავეჯი.

თევზები

თუკი საშუალება ეძლევათ, თევზები ქალაქგარეთ ცხოვრებას ირჩევენ, ბუნებასთან ახლოს. მათი სახლი სავსეა რბილი, მყუდრო ნივთებით, სუვენირებით, ოჯახური რელიკვიით. თუნდაც სახლი პატარა იყოს, შინაური ცხოველები მაინც ეყოლება. თევზების სახლი თითქმის სტერილურია, ამიტომაც, სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროთია აღსავსე. ასე რომ, ნებისმიერი სტუმარი თავს შინაურულად იგრძნობს.