პრობლემა სტრიებშია?! სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი!

პრობლემა სტრიებშია?! სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი!
სტრიები გამაღიაზიანებელი მოვლენაა, რომელსაც უამრავი უხერხულობა მოაქვს, ამასთანვე თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს, რადგან ყველა ჩვენთაგანს სურს იყოს ლამაზი. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სქესობრივი მომწიფების პერიოდში სწრაფი ზრდის, ორსულობის, ან ბოდიბილდინგით ვარჯიშის დროს.
პრობლემა სტრიებშია?! სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი!
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებულიც იყოს და რამოდენიმე ხაზს თავდაჯერებულობის განადგურების უფლება არ მისცეს, სხვები შესაძლოა დაღონებული და საფიქრალში ჩავარდნილი იყვნენ, შედეგად კი ყველაფერს გააკეთებენ სტრიების მოსაშორებლად. FPAPRAZZI ს რედაქცია გთავაზობთ რამოდენიმე ხერხს, ამ ნაკლებად სასიამოვნო ხაზების, სხეულიდან სამუდამოდ გასაქარობად:
  1. სტრიების შესამცირებლად ან გასაქრობად, იკვებეთ პროდუქტებით რომლებიც მდიდარი არიან ვიტამინებით A,E,C, რადგან ისინი კოლაგენის ფორმირებას უწყობენ ხელს, რაც ელასტიური კანის საფუძველია.
    ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში არ დაივიწყოთ სვათ ბევრი წყალი, არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში.
  2. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთით დამზადებული კანის ნიღაბი (მნიშვნელოვანია ზეთი რაცშეიძლება სუფთა იყოს) გაუძელით 30 წუთი, შემდეგ კი შეგიძლიათ შხაპს მიმართოთ. ის ცხიმოვანია, ამიტომ მისი ჩამორეცხვა იქნება საჭირო. ეს პროცედურა მნიშვნელოვანია, რადგან ელასტიური კანის მისაღებად მნიშვნელოვან წილად საჭიროა რაც შეიძლება მეტი ნივთიერება და ანტიოქსიდანტები, სტრიის ზომების შესამცირებლად.
  3. წაისვით სუფთა ქოქოსის ზეთი იმ არეზე, რომელიც გაწუხებთ.
  4. ბოლო და არა არა უკანასკნელი, რეცეპტი რომლის დამზადებაც სახლშიც შეგიძლიათ კაკაოს ზეთით.

იგრედიენტები:
  • 1/2 ჭიქა კაკაოს-ზეთი
  • 1 ს/კ ხორბლის ჩანასახების ზეთი
  • 1 ს/კ ჭერმის ზეთი
  • 1 ს/კ თხევადი E ვიტამინი
  • 2 ს/კ გახეხილი ფუტრკის ცვილი.


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. გაათბეთ, სანამ ფუტკრის ცვილი სრულად არ გადნება, გადაიტანეთ ნაზავი მცირე ქილაში ან სხვა ნებისმიერ თავსახურიან კონტეინერში (მთავარია ღრმა კონტეინერი არ იყოს) და შეინახეთ მაცივარში.
  3. გამოიყენეთ ეს საშუალება მასაჟისთვის ყოვედღიურად, ბანაობის შემდეგ (მასაჟის ხანგრძლივობა მინიმუმ 20 წუთი) და ეფექტი ერთი კვირის მერე თვალსაჩინო იქნება - კანი დაიჭიმება და გამკვრივდება.