როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....



სახლის დათბუნება სწრაფად და იაფად არის შესაძლებელი! საკუთარი ხელით შექმნილი მზის პანელი სახლს გაგითბობთ. ეს გამათბობელი გამოგადგებათ ნახევარ სეზონზე, ის განსაკუთრებით გამოსადეგია გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც სახლი სერიოზულ გათბობას ჯერ არ საჭიროებს, მაგრამ გარეთ საკმაოდ ცივა.
პირველი ნაბიჯი ხელნაკეთი კოლექტორის შესაქმნელად არის - სამაო რაოდენობით ალუმინის ქილების მოგროვება (ლუდის ქილები). თქვენ ასევე დაგჭირდებათ ფანერა - კორპუსის დასამზადებლად, შუშა, პენოპლასტი და საღებავი.
როგორ დავათბუნოთ სახლი

  1. თავდაპირველად მოაგროვეთ და მოამზადეთ ალუმინის ქილები (ლუდის ან სხვა სასმელების). ყურადღება მიაქციეთ, რომ ქილები აუცილებლად ალუმინის იყოს. ამის შემოწმება მარტივადაა შესაძლებელი მაგნიტის გამოყენებით. ქილებზე სწორედ ისეთი ხვრელები უნდა გააკეთოთ, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.ქვემოდან გაუკეთეთ 2 პატარა ნახვრეტი ლურსმით ან დრელით, ზემოდან კი თავები ამოჭერით მაკრატლით.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  2. კარგად გამორეცხეთ ქილები ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. გამოაშრეთ სუფთა ჰაერზე.
  3. ახლა კი მნიშვნელოვანი მომენტი - საჭიროა ქილების შეწებება. ქილის თავი და ბოლო ერთმანეთს უნდა შეაწებოთ, ეს საკმაოდ მარტივია. სილიკონის წებო თბოგამძლეა, ამიტომ კოლექტორის დამზადებისას მისი გამოყენება შემაწებებელ საშუალებად სრულიად შესაძლებელია.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  4. იმისათვის, რომ თქვენ თანაბარი მზის გვირაბი გამოგივიდეთ, შექმენით ხის შაბლონი, რომელშიც ქილების შეწებება უფრო მარტივი იქნება. უბრალოდ შეკარით ორი სწორი ფიცარი ლურსმნით, მართ კუთხედ.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  5. ამგვარად ქილების შეწებება და წებოს გაშრობა უფრო მარტივია, თქვენ უბრალოდ თვალყური ადევნეთ, რომ შაბლონი დაფიქსირებული იყოს მთელი ამ პროცესის განმავლობაში.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  6. ახლა შეგიძლიათ კარკასის დამზადებაზეც გადახვიდეთ. ყუთი ხისგან და 1მმ-იანი ალუმინისგან უნდა დაამზადოთ. ქილების ზომის ნახვრეტებიანი დაფის დამზადება კი მარტივია დრელის სპეციალური თავის გამოყენებით.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  7. გახსოვდეთ, რომ წებო ისე მალე არ შრება, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ... შეწებებულ ქილებს მინიმუმ 24 საათი აცალეთ გასაშრობად.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  8. ყუთის შიგნით აუცილებელია გამოიყენოთ თბოიზოლაცია სტეკლოვატის ან პენოპლასტის დახმარებით. ჰაერის შესასვლელი და გამოსასვლელი საჭიროა განსაკუთრებულად იზოლირებული.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  9. შეღებეთ შეწებებული ქილები შავი საღებავით და მოათავსეთ დამზადებულ კარადაში. ეს შავი ქილები - მთავარი დეტალია, მათ ჰელიომიმღები ეწოდებათ. სწორედ ქილები მიიღებენ მზის სხივებს და სითბოს. ზემოდან ქილებს ეფარებათ ორგანული შუშის სახურავი
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  10. ბოლო ნაბიჯი - დაჩიკიანი თერმოსტატის დაყენებაა. თუკი თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, თქვენი მზის პანელი დღის მანძილზე 1-2კვტ ენერგიას გამოიმუშავებს. ყველაფერი კი იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად მზიანი დღე იქნება.
    როგორ დავამზადოთ მზის გამათბობელი საკთარი ხელით! საკმაოდ იაფიანი საშუალება....
  11. ამ კონსტრუქციის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მას არ შეუძლია გამომუშავებული სითბოს შენარჩუენბა. ამიტომ სახლში სითბოს შესანარჩუნებლად ღამით კოლექტორის თავსახური უნდა დახუროთ.

ესმოწყობილობა ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას, ის გვახსენებს, რომ მომავალი უკვე დადგა.ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება კი - ბრძნული და გარდაუვალი გადაწყვეტილებაა.