საშუალება რომელი თქვენს ტანსაცმელს პირვანდელ ფერს და სისუფთავებს დაუბრუნებს!

საშუალება რომელი თქვენს ტანსაცმელს პირვანდელ ფერს და სისუფთავებს დაუბრუნებს!
ამ რჩევამ ჩემი საყვარელი სპორტული მაისური გადაარჩინა! ვინ იფიქრება, რომ ეს მარტივი საშუალება, რომელიც სამზარეულოს კარადაში ეყარა ლაქის ამომყვანებს აჯობებდა.

FPAPARAZZI ს რედაქციის მიერ მომზადებულ ამ რჩევაში ასპირინზე ვისაუბრებთ. როგორ გამოვიყენოთ ის ისე, რომ ტანსაცმელი რეცხვის დროს არ ყვითლდებოდეს? როგორ ამოვიყვანოთ რთული ლაქები და დავუბრუნოთ საყვარელ სამოს იდეალური ფერი? ეს რჩევა გამოგადგებათ ნებისმიერი სახის სამოსზე!

როგორ გავრეცხოთ თეთრი ტანსაცმელი
  1. გასაოცრად ქათქათა ტანსაცმელი - ეს უკვე მარტივია! გახსენით 5 აბი ასპირინი 325 მგ - 8 ლიტრ თბილ წყალზე. ჩაალბეთ ტანსაცმელი ამ ხსნარში და გააჩერეთ 8 საათით.
  2. შეგიძლიათ წინასწარ დაჩეჩქვოთ ასპირინი წვრილ ნაჭრებად, ამგვარად ის უფრო მალე გაიხსნება წყალში და დაიწყებს აქტიურ მოქმედებას.
  3. დაუმატეთ რამოდენიმე აბი ასპირინი სარეცხ მანქანაში! ეს ხრიკი თქვენს თეთრ სამოს მაშინაც კი დაუბრუნებს სიქათქათეს თუკი ტანსაცმელი უკვე ფერდაკარგულია. თუკი გარეცხვამდე, სარეცხის მანქანაში ტანსაცმელს ასპირინიან წყალში გააჩერებთ, ეფექტი უბრალოდ გამაოგნებელი ინქება.


ახლა თქვენ უკვე იცით როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს საშინელი ყვითელი ლაქები მარტივად! ასპირინი თქვენი საოჯახო საქმის განუყრელი ატრიბუტი გახდება, რადგან ის არ აზიარებს ქსოვილს, მაგრამ ამასთანავე შესანიშნავად ამოჰყავს ჭუჭყი. ნებისმიერ მათეთრებელზე უკეთ! გირჩევთ გამოიყენოთ ეს ხრიკი და დარწმუნებული ვარ სულ მალე მას თქვენი მთელი საახლობლო გამოიყენებს!