კანადელმა წყვილმა ააშენა მცურავი სახლი-კუნძული, რომლის წონაც 500 ტონას შეადგენს!



ეტრინ კინგმა და უეინ ადამსმა ვანკუვერიდან, 25 წლის წინ გადაწყვიტეს, რომ ვერასოდეს მისცემდენ თავს უფლებას საკუთარი სახლი შეეძინათ. საცხოვრებელის პრობლემის გადასაჭრელად, მათ გადაწყვიტეს მცირავი სახლი აეშენებინათ, რომელიც დროთა განმავლობაში მცირე კუნძულად გადაიქცა. ინფორმაცია ამ წყვილის შესახებ This is Colossal-მა მოამზადა.
კანადელმა წყვილმა ააშენა მცურავი სახლი-კუნძული, რომლის წონაც 500 ტონას შეადგენს!
მცურავი სახლის აშენება დაიწყო 1991 წელს. უეინ ადამსი სახლის მშენებლობისას მხოლოდ ხერხუნას(ნაჟოვკა) და ჩაქუჩს იყენებდა, მას არ გამოუყენებია არავითარი ელექტრო ხელსაწყო. 2016 წლისთვის სახლი 12 სექციამდე გაიზარდა და შეიცავდა უკვე 4 ორანჟერიას, სამზარეულოს, სახელოსნოს, სამხატვრო გალერეას, შუქურას და საცეკვაო დარბაზსაც კი.
კანადელმა წყვილმა ააშენა მცურავი სახლი-კუნძული, რომლის წონაც 500 ტონას შეადგენს!
კანადელმა წყვილმა ააშენა მცურავი სახლი-კუნძული, რომლის წონაც 500 ტონას შეადგენს!
კანადელმა წყვილმა ააშენა მცურავი სახლი-კუნძული, რომლის წონაც 500 ტონას შეადგენს!

ოჯახმა მათ საკუთარ სახლს "თავისუფლების ყურე" (Freedom Cove) დაარქვა. Great Big Story -თან ინტერვიუში უეინ ადამსი აღიარებს, რომ იცის ყველა ლურსმანი და დაფა სახლში, ხოლო მათი კუნძულის საერთო წონა 500 ტონას შეადგენს.