კიტრისა და პომიდვრის ლეჩო ზამთრისთვის

კიტრისა და პომიდვრის ლეჩო ზამთრისთვის
რადგან ზამთრისთვის შესანახი კონსერვების სეზონია, fpaparazzi-მ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ უგემრიელესი და განსხვავებული ლეჩოს რეცეპტი... მოამზადეთ, არ ინანებთ!
საჭირო მასალა:
  • 1,5 კგ პომიდორი
  • 300 გ ტკბილი წიწაკა
  • 2,5 კგ კიტრი
  • 300 გ სტაფილო
  • 0,5 ჭიქა ზეთი
  • 1 თავი ნიორი
  • 2 ცალი წიწაკა ჩილი
  • 100 მლ სუფრის ძმარი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადება:
  1. გარეცხეთ პომიდორი, გაატარეთ ხორცსაკეპში.
  2. გარეხეთ წიწაკა ჩილი, გაფრცქვენით ნიორი და გაატარეთ ორივე იგრედიენტი.
  3. ტკბილი წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ თესლისგან და დაჭერით ჩხირებივით.
  4. სტაფილო გარეცხეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილად.
  5. კიტრი გარეცხეთ, დაჭერით დაახლოებით 5 სმ სიგრძის ნაჭრებად.
  6. სტაფილო და ბულგარული წიწაკა ოდნავ მოხრაკეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  7. დიდ, სქელძირიან ქვაბში მოათვსეთ ჯერ გატარებული პომიდორი, შემდეგ მოხრაკული წიწაკა და სტაფილო და დაჭრილი კიტრი.
  8. მოაყარეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. დაასხით ზეთი და დადგით ცეცხლზე.
  9. როცა ადუღდება, დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე, დაუმატეთ ძმარი და ხარშეთ დაახლოებით 30 წუთი. დროდადრო ამოურიეთ.
  10. მზა სალათა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
  11. შეფუთეთ ქილები თბილ პლედში და გააჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
  12. შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!