მიირთვით ეს სასმელი ძილის წინ, რათა დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი და დაწვათ 3-ჯერ მეტი ცხიმი

მიირთვით ეს სასმელი ძილის წინ, რათა დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი და დაწვათ 3-ჯერ მეტი ცხიმი
გსურთ, გრძნობდეთ თავს მხნედ და მიაღწიოთ რამდენჯერმე უკეთეს შედეგს გახდომის მცდელობისას? მოამზადეთ ეს არომატული სასმელი სახლში და მიირთვით ის დაძინების წინ. ასე თქვენ შეძლებთ საკუთარი მეტაბოლიზმის დაჩქარებას და დაწვავთ 3-ჯერ უფრო მეტ კალორიას ძილის დროს.



მწვანე სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად

ეს სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. მიირთვით ის ყოველდღიურად დაძინების წინ და თქვენ შეძლებთ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესის რამდენჯერმე დაჩქარებას, აიმაღლებთ ორგანიზმის საერთო ენერგიას და გაიუმჯობესებთ განწყობას.

ინგრედიენტები:
  • 1 კიტრი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1/2 ლიმონი
  • 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას წვენი
  • 1/2 ჭიქა წყალი

მომზადება:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე 1 წუთის განმავლობაში. გემოს გაუმჯობესების მიზნით შეგიძლიათ ჩაამატოთ ამ სასმელში მცირეოდენი თაფლი ან პიტნა. თუ მიღებული სითხე ზედმეტად ბლანტია, განაზავეთ ის წყლით.

მიღებული სასმელი მიირთვით მყისიერად და გაემზადეთ დასაძინებლად.

რატომაა ეს რეცეპტი ეფექტური?

კიტრი ატენიანებს ორგანიზმს და წმენდს მას ტოქსინებისგან, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ცხიმოვან ფენებს.

ოხრახუში სავსეა ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ვიტამინებით. C ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე ის გვიუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, წმენდს თირკმელებს და ხელს უწყობს ტოქსინების ლიკვიდაციის პროცესს. ოხრახუში ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, რისი წყალობითაც ის გვეხმარება მუცლის შებერილობის მოხსნაში და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში.

ლიმონი გაგიწმენდთ ღვიძლს ტოქსინებისგან და შეგიმცირებთ ცხიმოვან ფენებს: იაპონიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პოლიფენოლები, რომლებიც მრავლადაა ლიმონში, თავიდან გვარიდებს ცხიმოვანი ფენების დაგროვებას და წონის მატებას.

ჯანჯაფილი სტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამცირებს შაქრისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ალოე ვერა ძალზედ ეფექტური საშუალებაა ცხიმოვანი ფენების შესამცირებლად. ამ მცენარის წვენი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რისი წყალობითაც ეს პროდუქტი ხელს გვიწყობს ორგანიზმის გაწმენდაში და მისი საერთო ენერგიის ამაღლებაში.