შოკოლადის ნამცხვარი ჟოლოთი და არაქისის ნაყინით

შოკოლადის ნამცხვარი ჟოლოთი და არაქისის ნაყინით
ამ უგემრიელესი დესერტის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ და მისი მომზადება ხშირად მოგინდებათ - გპირდებათ fpaparazzi.
საჭირო მასალა:
  • კარაქი 100 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შავი შოკოლადი 100 გ
  • შაქარი 70 გ
  • ფქვილი 50 გ
  • ჟოლო 100 გ
  • პლომბირი 100 გ
  • არაქისის კარაქი 2 ს/კ

მომზადების წესი:
  1. გაალღვეთ ნაყინი. მოათავსეთ ბლენდერში არაქისის კარაქთან ერთად და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ ჯამში და მოათავსეთ 25 წუთი მაცივარში.
  2. გამდნარ კარაქს შეათქვიფეთ შაქარი და კვერცხი.
  3. შოკოლადი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ კარაქის მასას. კარგად აუარიეთ.
  4. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  5. დაუმატეთ ჟოლო და აურიეთ ხის კოვზით.
  6. გადაიტანეთ ცომი კექსის პატარა ფორმებში ან 1 დიდ, ღრმა ფორმაში. აცხვეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.
  7. სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი არაქისის პლომბირთან და ჟოლოსთან ერთად.