გამომცხვარი ბადრიჯანი პომიდვრითა და სოკოთი

გამომცხვარი ბადრიჯანი პომიდვრითა და სოკოთი
Fpaparazzi გთავაზობთ სეზონურ რეცეპს, რომლის მომზადებასაც აუცილებლად გირჩევთ.
100 გ კერძი შეიცავს- 56,23კკ-იას.
საჭირო მასალა:
  • ბადრიჯანი- 500 გ
  • პომიდორი- 250გ
  • სოკო- 300გ
  • არაჟანი- 200გ
  • 20 %-იანი ყველი- 100გ
  • ნიორი- 3 კბილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1.ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით 1სმ ზომის გროლებად. დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ ცივ წყალში.
2. პომიდორი დაჭერით რგოლებად, სოკო თხელ ფირფიტებად.
3. არაჟანი აურიეთ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.
4. საცხობ ფორმაზე დააწყვეთ ბადრიჯდენი და მოაყარეთ ცოტა მარილი. ბადრიჯნებზე დააწყვეთ სოკო, ხოლო შემდეგ პომიდვრები. ზემოდან მოასხით არაჟნისა და ნივრის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.
5.სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი
გემრიელად მიირთვით.