რა სურთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს

რა სურთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს
გაიგეთ, თუ როგორი ქალის ყოლა სურთ გვერდით მამაკაცებს. გაეცანით: ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცის სანუკვარი სურვილები.

ვერძი
რჩეულს ცხელი ტემპერამენტი უნდა ჰქონდეს, იყოს ღია და გულწრფელი, გააჩნდეს იუმორის გრძნობა. ვერძი ასპროცენტიან ერთგულებას მოითხოვს. ღრმა მზერა, მუქი ფერის თმა, სქელი ტუჩები, ქალური ფორმები და საშუალო სიმაღლე - აი ასე უნდა გამოიყურებოდეს ვერძის შეყვარებული.

კურო
კუროსთვის აუცილებელია სასიამოვნო ემოციური მდგომარეობა, რომელიც მისმა რჩეულმა უნდა შექმნას. ასევე, უნდა ეხერხებოდეს გემრიელი კერძების მომზადება, ჰქონდეს მშვიდი ხასიათი, იყოს ერთგული და პასუხისმგებლიანი, გააჩნდეს მაღალი ინტელექტი.

ტყუპები
ტყუპებისთვის იდეალური ქალი გახლავთ გულუხვი, მეგობრული, ერუდირებული. ტყუპებს არ უყვართ საქმის ხმაურიანი გარჩევა. სასურველია, ქალი გაყაცებული იყოს მუსიკითა და ცეკვით.

კირჩხიბი
კირჩხიბს ნამდვილი ალტრუისტი მოუხდება, რომელიც თავს არ დაზოგავს პარტნიორის გამო. საყვარელი ადამიანი უნდა უზრუნველყოს გემრიელი სადილებით, სუფთა ტანსაცმლით და ყოველდღე მილიონჯერ გაუმეოროს, თუ როგორი შეუდარებელი მამაკაცი ჰყავს გვერდით.

ლომი
მეფეს გვერდით ესიამოვნება მხიარული ტავგადასავლების მაძიებელი ქალი, რომელსაც უყვარს მოგზაურობა, ბავშვები, რომელიც იქცევს საყოველთაო ყურადღებას. არავითარი ეჭვიანობა, ლომი მუდამ ამაყი იქნება პარტნიორით და დარწმუნებული იქნება მის ერთგულებაში.

ქალწული
ქალწულის ოცნებაა, გვერდით ჰყავდეს დამყოლი ხასიათის, ყოველმხრივ განვითარებული პიროვნება, რომელსაც შინ და ურთიერთობებშიც ყველაფერი წესრიგში აქვს. ქალწულის რჩეულს უსიტყვოდ უნდა ესმოდეს ყველაფერი და ჟესტების ენას ფლობდეს.

სასწორი
სასწორი ეძებს ქალს, რომელსაც შეუძლია მისი ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რომელიც აღიარებს მის ავტორიტეტს და მის სიტყვას კანონად მიიჩნევს. საპასუხოდ სასწორი მზრუნველობასა და ყურადღებას არ მოაკლებს რჩეულს.

მორიელი
მორიელთან ენერგიული და მამაცი ქალი უნდა იყოს, რომელიც საკუთარ უფლებებს დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მორიელები სუსტი არსებები არ არიან, პარტნიორებს თითქმის ყველაფერში უთმობენ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი კეთილ და დიდსულოვან ქალს ეძებს. აფასებს გულწრფელობას, და თავშეკავებულობას და მისთვის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს: ბავშვები, სამზარეულო, ეკლესია. ის უბადლო საყვარელი უნდა იყოს, მზრუნველი დედა და ეკონომიური დიასახლისი.

თხის რქა
თხის რქა დაუახლოვდება ქალს, რომელიც მის მგრძნობიარე არსს შეიცნობს. მისი რჩეული რესპექტაბელური, სტაბილური და მშვიდია, იცავს ოჯახურ ტრადიციებს და ყველაფერზე საკუთარი შეხედულება გააჩნია. ქორწინებისთვის ასეთი მამაკაცი დიდ ხანს ემზადება, ყველა დეტალს სწავლობს, და მეუღლე დარწმუნებული უნდა იყოს მის სანდოობაში.

მერწყული
მერწულს სჭირდება ქალი, რომელიც მას შთააგონებს, რომელიც ყოველ დღეს დღესასწაულად აქცევს, მძიმე წუთებში მერწყული თავდაუჯერებლობას განიცდის, ამიტომაც მეორე ნხევრისგან მხარდაჭერას მოითხოვს.

თევზები
თევზები აფასებენ ქალებს, რომლებსაც საჭირო სიტუაციაში ემოციების მართვა შეუძლიათ, რომლებიც გულუხვები და გულწრფელები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია ქალურობა, ბუნებისა და ხელოვნების სიყვარული. თევზები პარტნიორს დიდ ხანს არჩევენ, მაგრამ არასოდეს ცდებიან.