მომენტის თავისებურება: როგორ შორდებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

მომენტის თავისებურება: როგორ შორდებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები
ალბათ, მუდმივი სიყვარული სადღაც არსებობს, მაგრამ დაგვეთანხმეთ, დაშორებების გარეშე ახალი შეხვედრები არ იქნებოდა. როგორ განიცდიან დაშორებას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები, შეიტყვეთ ჩვენგან.

ვერძი
ქალი-ვერძი, როდესაც იგებს ფრაზას ”მაპატიე, ძვირფასო, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!”, სტიქიურ უბედურებად იქცევა. ირგვლივ ყველაფერს ანგრევს, რაც ხელთ მოხვდება, შემდეგ კი წყნარდება, რადგან უეცრად აცნობიერებს, რომ ის სულელი მისი ღირსი არ იყო.

კურო
ქალი-კუროს მიტოვება დისტანციურადაა საჭირო, სასურველია, სხვა მატერიკიდან. რადგან ის საუბრებზე დროს არ დახარჯავს, უმალვე თავს მოაჭამს ამ ნაძირალას. მაგრამ თუ ნაძირალა გადარჩა, შეუძლია მშვიდად იცხოვროს, რადგან კურო ყველაფერს აპატიებს, 10 წლის შემდეგ.

ტყუპები
ტყუპები დაშორებაზე უცნაურად რეაგირებენ. ემზადება ადამიანი, ალაგებს აზრებს, თუ როგორ დაშორდეს ლამაზად, ეუბნება ”მაპატიე, ძვირფასო...” ტყუპები კი პასუხობენ. ”რა? უნდა დამშორდეთ? საერთოდ ვინ ხართ?!”.

კირჩხიბი
კირჩხიბები ძალზედ მტკივნეულად განიცდიან დაშორებას, მაგრამ ცდილობენ არავის დაანახონ ეს. იკეტებიან საკუთარ თავში, იტვირთავენ თავს სამუშაოთი და იგონებენ ახალ ”მნიშვნელოვან საქმეებს”. ხშირად ტირიან ჩუმად.

ლომი
ლომებს არ ტოვებენ, ლომები ტოვებენ! თუ თავში მისი მიტოვება მოგივიდათ აზრად, ამ ნიშნის წარმომადგენელი უმალვე გაწყვეტს ურთიერთობას. შეუძლებელია, მეფემ იდარდოს ურთიერთობების დასრულებაზე!

ქალწული
ქალწულების დევიზია: ”გააანალიზე ეს!”. ქალწული ტირილს არ მორთავს, უბრალოდ გამოიტანს განაჩენს და ჩაიწერს წიგნაკში. მთავარია, ხანგრძლივი ცრემლიანი განშორებები არ მოუწყოთ და იქეთ-აქეთ სიარული, ის ამასაც გააანალიზებს და ვიღაცას თავი გაუსკდება ამდენი ლოგიკური ფიქრების შემდეგ. გამოიცანით, ვის!

სასწორი
სასწორი განშორებას ადვილად ეგუება, მადლიერიც კი რჩება. ამ მშვენიერმა ადამიანმა თავადვე აიღო ყველაფერი საკუთარ თავზე და ქალწულს აარიდა უაზრო ფიქრის თავი - დიდი მადლობა! მაგრამ ამის შემდეგ ქალწულს სადარდებელი უჩნდება თაყვანისმცემელთა ჯარის გამო - როგორ გინდა, შეარჩიო აქედან რომელიმე!

მორიელი
გაფრთხილებთ, ეს ძალიან ცუდი იდეაა! არსებობს თავის მოკვლის უამრავი ხერხი, რომელიც ნაკლებ ტკივილს მოგაყენებთ. საკმარისია, თავში გაგიელვოთ ფრაზამ ”უნდა დავშორდეთ”, რომ მორიელის თავში საბრძოლო სისტემა ჩაირთვება. შურისძიების მეთოდი კი ძალიან გაგაოცებთ.

მშვილდოსანი
ქალი-მშვილდოსანი ამ დარტყმას ამაყად იღებს. არ ეკითხება მიზეზებზე, არ სთხოვს ყველაფრის თავიდან დაწყებას, საერთოდ არაფერს ამბობს. ცოტათი იფიქრებს შინ მისული, შემდეგ ადგება და წავა გასართობად. ”აბა რა ეგონა, თავს მოვიკლავდი? კი, როგორ არა!”.

თხის რქა
უმჯობესია ხიდიდან გადახტეთ, ვიდრე გაბედოთ თხის რქის მიტოვება. პრობლემა იმაში კი არაა, რომ ბოლომდე ჩაგეჭიდებიან, არამედ იმაში, რომ ჩაგეძიებიან, თუ რაშია მიზეზი. და როგორ მოიქცე ისე, რომ ეს გასაგები იყოს, ცნობილი არაა.

მერწყული
უიმედობა და აპოკალიფსისი. სამყარო დაინგრა, მომავალი არ არსებობს - აი რას გრძნობს ქალი-მერწყული, როდესაც ურთიერთობა სრულდება. ამიტომაც ის ჩუმად მიდის სახლში და საწოლის ქვეშ იმალება, რათა მოკვდეს. მისი ცხოვრების სიყვარული დამთავრდა, ამიტომ, უსუსური არსებობა უნდა შეწყდეს. თუმცა, სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ ის დაფიქრდება: ”დედა, რა იყო ეს?” გაცოცხლდება და უმალვე ისევ შეუყვარდება. სამუდამოდ!

თევზები
გსურთ გააბედნიეროთ თევზები? მიატოვეთ ისინი! თევზები დაიტანჯებიან, ძალიან ლამაზად დაიტანჯებიან, როგორც ფილმებში: ”, ოჰ, უბედურო ჩემო თავო, რად გარგუნა ბედმა ასეთი განგება?” და - ჰოპ! გულის წასვლა! მაყურებელი ცრემლებს აღვარღვარებს და თევზებს ფეხქვეშ ყვავილებს უფენს.