როგორ დავიქვეითოთ მაღალი წნევა ქიმიური წამლების გარეშე!

როგორ დავიქვეითოთ მაღალი წნევა ქიმიური წამლების გარეშე!
დიდი ხანია, მაწუხებს წნევა.რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს,მაგრამ ბოლო 2 წელია,შევძელი მათთვის თავის დანებება.წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე.მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.

ინგრედიენტები:
  • 20 კბილი ნიორი
  • 5 თავი ხახვი
  • 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი
  • 1კგ შაქარი
  • 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 20 კბილი ნიორი, 5 თავი ხახვი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი.ნარევს დააყარეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი.დადგით გრილ ადგილას 10 დღე,დროდადრო შეანჯღრიეთ.მიიღეთ ნაყენი 1 ს/კ 3-ჯერ დღეში,ჭამამდე ( ნაყენი შეინახეთ მაცივარში ).

ექიმის კომენტარი:


ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპზე მართლაც შესაძლებელია ჰიპოტენზიური ქიმიური პრეპარატების შეცვლა მსგავსი ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებებით.
რაც შეეხება ნივრის,ხახვისა და ლიმონის ნარევს,აღნიშნული კომპონენტები დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე,რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს.ნიორი ათეროსკლეროზის ეფექტიანი სამკურნლო საშუალებაა.სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზში.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი