უგემრიელესი ვაშლის კრუასანები ფენოვანი ცომითა და შაქრის სიროფით

უგემრიელესი ვაშლის კრუასანები ფენოვანი ცომითა და შაქრის სიროფით
ბევრი დიასახლისისთვის ფენოვანი ცომი ნამდვილი დამხმარეა. fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელესი ვაშლის კრუასანების რეცეპტს, რომელსაც უცებ მოამზადებთ.
საჭირო მასალა:
  • ფენოვანი ცომი – 500 გ
  • ვაშლი;
  • კარაქი – 120 გ
  • შაქარი – 1/2 ჭიქა
  • ყავისფერი შაქარი – 1/4 ჭიქა;
  • გაზიანი სასმელი (სპრაიტი)
  • დარიჩინი – 1/2 ჩ/კ
  • ვანილი – მწიკვი

მომზადების წესი:
  1. გარეცხეთ ვაშლი და გაფცქვენით. დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. მზა ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხებად. გაახვიეთ თითოეულ სამკუთხედში ვაშლის ნაჭერი.
  3. ღრმა გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააწყეთ მასზე ცომში გახვეული ვაშლები.
  4. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილი.
  5. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.
  6. როცა მასა ერგვაროვანი გახდება, მოასხით კრუასანებს. ზემოდან კი სპრაიტი (ან სხვა ტკბილი გაზიანი სასმელი) მოასხით, რათა მინანქარი არ ჩამოირეცხოს. სიროფი დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს კრუასანებს.
  7. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ იქამდე, სანამ კრუასანები ოქროსფრად არ დაიბრაწება.
  8. დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელ-ცხელი ნაყინთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!